სამართალი

დარწმუნებული ვარ, ყველა ხმას ამოიღებს და ბიძაც დაისჯება, მას არ ჰქონდა უფლება, ჩემი შვილი წიხლქვეშ გაეგდო

Nusagi

ნეტავ იქამდე ამომეღო ხმა, სანამ ნინი ცოცხალი იყო და ადრე დაეჭირათ ეს მოძალადე ადამიანი, ჩემი შვილები ბედნიერები ყოფილიყვნენ და მეც ბედნიერი ვყოფილიყავი,-ასე ეხმაურება ქობულეთში გარდაცვლილი 14 წლის გოგოს დედა, მერი რომანაძე მისი ყოფილი მამამთილის დაკავებას. 

მისი თქმით, ბედნიერი იქნება, თუ სამართალი ბოლომდე იზეიმებს.

„მარტო ბაბუა არა, ისინი უნდა დააკავონ, ვინც ჩემი შვილი ასე უმოწყალოდ წიხლქვეშ აგორავა და იძულებული გახადეს ბავშვი, თავი ჩამოეხრჩო. ამის გამო ყველა უნდა დაისაჯოს“,-განაცხადა მერი რომანაძემ ტვ-პირველის ეთერში. 

მისი თქმით, შვილი მას სიკვდილამდე ესაუბრა და უთხრა, რომ სახლში ავიწროებენ.

„მითხრა, მავიწროებენ, რატომ გვაჭამე სირცხვილიო. ჩემი ნინი ადრე ყველას უყვარდა, მაგრამ შემდეგ ასეთი რამ რომ მოხდა, ყველას მხრიდან ზეწოლა წავიდა. თუმცა მაინც არ მგონია, რომ ჩემმა შვილმა თავი მოიკლა, რადგან წინა დღეს მელაპარაკა, ძალიან ბედნიერეი იყო, საბუთები გამზადებული მქონდა, ბავშვი უნდა წამეყვანა თურქეთში, ჩემსკენ. 1 კვირის წინ ბაბუამისი მისულა მძინარე ბავშვთან და უცემია, ბავშვმა მითხრა, ვყვიროდი დედიკო, მაგრამ ვერავის გავაგონეო. შემდეგ გავექეცი და მამიდასთან დავრჩიო. მე მაგათ ვთხოვდი, გაუშვით ჩემი შვილი ჩემს ძმებთან, სანამ საბუთებს მოვაგროვებ მეთქი, სოც მუშაკსაც რაღაც საბუთი ჰქონდა გასაკეთებელი და არ ვიცი, ამდენ ხანს რას აკეთებდა, რას ელოდებოდა, სანამ ბავშვმა თავი არ მოიკლა. მე დარწმუნებული ვარ, ყველა ხმას ამოიღებს და ბიძაც დაისჯება, მას არ ჰქონდა უფლება, ჩემი შვილი წიხლქვეშ გაეგდო. ყველას ძალიან ვთხოვ, ხმა ამოიღონ, ნუ შეეშინდებათ მაგ ადამიანების. ბიჭის მხარე ჩემს შვილს ადანაშაულებდა და დიდი მადლობა იმ გოგოს, რომელმაც ხმა ამოიღო და თქვა, რომ ეს ბიჭი ადრე მასაც ავიწროებდა. ის უნდა დაისაჯოს“,-განაცხადა გარდაცვლილი გოგოს დედამ. 

Facebook Comments Box

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,568,244 ნახვა
%d bloggers like this: