პოლიტიკა

იაგო ხვიჩიას თქმით, რადიკალურმა ოპოზიციამ დაადასტურა, რომ მიშას თამაშს თამაშობს

Nusagi

„გირჩის“ წარმომადგენლებმა ოპოზიციის შეხვედრა დატოვეს. როგორც პარტიის ლიდერმა, იაგო ხვიჩიამ განაცხადა, „ლეიბორისტული პარტიის“ ოფისში შეკრებილებმა დაადასტურეს, რომ „მიშას თამაშს“ თამაშობდნენ.

„ფაქტობრივად ხალხმა, რომელიც „ლეიბორისტული პარტიის“ ოფისშია, ერთხმად დაგვიდასტურა, რომ ისინი მიშას თამაშს თამაშობენ. მაგალითად, კახა კუკავამ მითხრა, გვაცალეთ, მიშას თამაშის თამაში. ზოგადად, განწყობაც ეს იყო, სადაც აღვნიშნეთ, რომ მიშას თამაშში ჩვენი ადგილი არ არის. ჩვენ სამი საკითხი გვქონდა, რომლის განხილვაც გვინდოდა და ფაქტობრივად ეს სამი საკითხი ისეთი იყო, რომელზეც მსჯელობა თუ დაიწყებოდა, აღმოჩნდებოდა, რომ რაც ჩვენ გვინდოდა, ის იყო სამართლიანი. ფაქტობრივად გვითხრეს, რომ ოპოზიცია გადადის სხვა „მოუდზე“, – განაცხადა ხვიჩიამ.

შეკითხვაზე „ანუ გამოეთიშეთ ამ ფორმატს?“ ხვიჩიამ უპასუხა: „ასე გამოდის“. მისივე თქმით, შეხვედრაზე „გირჩს“ მხარი „რესპუბლიკური პარტიის“ წევრმა, ხათუნა სამნიძემ დაუჭირა.

მაგალითად ხათუნა სამნიძემ გამოგვიცხადა სოლიდარობა და თქვა, რომ ასე ქცევა არ შეიძლებოდა. ხათუნა სამნიძესთან და ასეთ ნორმალურ ადამიანებთან გავაგრძელებთ ნორმალურ ურთიერთობას

ოპოზიციური პარტიების შეხვედრა „ლეიბორისტული პარტიის“ ოფისში მიმდინარეობს. „გირჩმა“ შეხვედრა დატოვა.

Facebook Comments Box
თეგები

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,589,765 ნახვა
%d bloggers like this: