პოლიტიკა

ოპოზიციას ღმერთმა ხელი მოუმართოსო ვიტყოდი, მაგრამ ვისაც რევოლუცია უნდა, არ ვისურვებ, რომ იმას ღმერთმა ხელი მოუმართოს

Nusagi

პარტია „მოქალაქეების“ ლიდერის, ალეკო ელისაშვილი ოპოზიციის მიერ დაანონსებულ საპროტესტო აქციებს გამოეხმაურა.

„ოპოზიციაზე ნაკლებს ვფიქრობ, კი არადა, საერთოდ არ ვფიქრობ. იყო დრო, რომ ვცდილობდი მათ რაღაცებში დარწმუნებას, მეც და ჩვენი პარტიაც, ვერ დავარწმუნეთ. მათ თავისი, ჩვენ ჩვენი გზა გვაქვს. ღმერთმა ხელი მოუმართოსო ვიტყოდი, მაგრამ ვისაც ამ ქვეყანაში რევოლუცია უნდა, არ ვისურვებ, რომ იმას ღმერთმა ხელი მოუმართოს. ვისაც ამ ქვეყნის ნორმალური განვითარება უნდა, ღმერთმა იმას ხელი მოუმართოს“, – აღნიშნა ალეკო ელისაშვილმა.

ოპოზიცია 25 თებერვალსა და 31 მარტს თბილისსა და ბათუმში აქციებს გამართავს.  „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, ნიკა მელიას განცხადებით, 25 თებერვალს გაიმართება მშვიდობიანი მანიფესტაცია-მსვლელობა, ხოლო 31 მარტს ფართომასშტაბიანი აქცია.

Facebook Comments

ავტორის შესახებ

Info Postalioni

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,435,511 ნახვა
%d bloggers like this: