ცვლილებების ინიციატორები დეპუტატები დიმიტრი ხუნდაძე, ზაზა ლომინაძე, რამინა ბერაძე და ვლადიმერ კახაძე არიან.
დღეს მოქმედი კანონით, პირბადის ტარება სავალდებულო 2 მარტამდეა, თუმცა კიდევ რამდენი ხნის განმავლობაში იქნება პირბადის ტარება სავალდებულო, ეს საკითხი კანონპროექტის განხილვების დროს დაზუსტდება.
კანონპროექტი კვლავ ითვალისწინებს ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას – ჯარიმას 20 ლარის ოდენობით პანდემიის ან ეპიდემიის დროს ღია საჯარო სივრცეში პირბადის ტარების წესის დარღვევისთვის.
კანონპროექტით ისევ განსაზღვრული იქნება ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა – ჯარიმა 50 ლარის ოდენობით პანდემიის ან ეპიდემიის დროს ღია ან დახურულ საჯარო სივრცეში და საზოგადოებრივი ტრანსპორტით ან ტაქსით (M1 კატეგორია) გადაადგილებისას პირბადის ტარების წესის განმეორებით დარღვევისთვის.