ჯანდაცვა

საქართველოში კოვიდინფიცირების დადებითობის დღიური მაჩვენებელი 2%-მდე ნარჩუნდება

Nusagi

15 თებერვლის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 1.79%, ბოლო 14 დღის განმავლობაში – 3%, ხოლო 7 დღის განმავლობაში – 2.5%.

დადებითობის მაჩვენებელი ნიშნავს, ტესტირებულთა საერთო რაოდენობის რამდენ პროცენტს დაუდგინდა კორონავირუსი. როგორც მთავრობის ადმინისტრაციაში აცხადებენ, სწორედ ამ მაჩვენებელზეა დამოკიდებული იმ შეზღუდვების მოხსნა ან შემსუბუქება, რომლებიც ქვეყანაში ამ დრომდე მოქმედებს. სტაბილური ეპიდვითარების პირობებში, დადებითობის მაჩვენებელი 4%-ს არ უნდა აღემატებოდეს.

ცნობისთვის, 14 თებერვლის მონაცემებით, დღიური მაჩვენებელი 1.85% იყო.

Facebook Comments

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,463,212 ნახვა
%d bloggers like this: