პოლიტიკა

შალვა პაპუაშვილი: წარმოუდგენელია, კანონის დარღვევის გამო, საქართველოს მოქალაქეები ვინმეს გვერდით დაუდგნენ

Nusagi

პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე შალვა პაპუაშვილი აცხადებს, რომ ნიკა მელია, ქართველი დეპუტატი, არღვევს ქართულ კანონმდებლობას, რასაც უნდა მოჰყვეს შესაბამისი რეაგირება.

„პირიქით, საეჭვოდ ემთხვევა ჩვენი ოპონენტების განცხადებები რუსეთის განცხადებებს.“ – აღნიშნა პაპუაშვილმა.

მისი თქმით, ოპოზიციის მხრიდან არის მცდელობა, რომ შექმნან ფუჭი ნარატივები.

ჟურნალისტის შეკითხვაზე, თუკი ნიკა მელიას საქმეს აქციები მოჰყვება, მზად არის თუ არა ამისთვის „ქართული ოცნება” – შალვა პაპუაშვილი პასუხობს, რომ წარმოუდგენელია, კანონის დარღვევის გამო, საქართველოს მოქალაქეები ვინმეს გვერდით დაუდგნენ.

„ის არ არის დაუმორჩილებლობა, როდესაც კანონს არღვევ და შემდეგ არ გინდა ამაზე პასუხი აგო, ეს დაუსჯელობის სურვილია.“ – აცხადებს პაპუაშვილი.

მისი განმარტებით, დაუმორჩილებლობა თავის თავში გულისხმობს მზადყოფნას პასუხისმგებლობისაკენ, ოპოზიციას კი დაუსჯელობის სურვილის დამკვიდრება სურს ქვეყანაში.

„ჩვენ კი, ამის საშუალებას ოპონენტებს არ მივცემთ. იქ არის ჯგუფი, ვისაც პირდაპირ უნდოდა მოლაპარაკების ჩაშლა, იმისათვის, რომ გაზაფხულზე რაიმე ტალღა ააგორონ. წარმოუდგენელია, კანონის დარღვევის გამო, საქართველოს მოქალაქეები ვინმეს გვერდით დაუდგნენ,”- აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,554,350 ნახვა
%d bloggers like this: