პოლიტიკა

დავით ზილფიმიანი: სახეზეა, რომ ქვეყანაში მიმდინარეობს საბოტაჟი რადიკალური ოპოზიციის, პირველ რიგში, “ნაციონალური მოძრაობის” მხრიდან

Nusagi

რადიკალური ოპოზიციის და პირველ რიგში, „ნაციონალური მოძრაობის“ მხრიდან, ქვეყანაში მიმდინარეობს საბოტაჟი – ამის შესახებ „ევროპელი სოციალისტების“ ლიდერმა დავით ზილფიმიანმა ჟურნალისტებთან განაცხადა, რითაც სოზარ სუბარის დღევანდელ განცხადებას გამოეხმაურა იმის თაობაზე, რომ ნიკა მელია „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისში ჩაკეტვას გეგმავს.

ზილფიმიანს პროკურატურის არგუმენტები არასაკმარისად მიაჩნია ამიტომ, მელიასთვის სადეპუტატო იმუნიტეტის შეჩერებას მხარს არ უჭერს.

„დღეს ჩვენ ვსაუბრობთ გირაოს ნაწილის გადაუხდელობაზე, ეს არ არის საკმარისი არგუმენტი იმისთვის, რომ ჩვენ თანხმობა მივცეთ იმუნიტეტის მოხსნაზე. ეს სახეზეა, ის რომ ქვეყანაში მიმდინარეობს საბოტაჟი, ეს ჩემი სიტყვები არაა, ამას ლაპარაკობს სრულიად საერთაშორისო საზოგადოება. საბოტაჟი მიმდიანარეობს რადიკალური ოპოზიციის მხრიდან, მათ შორის “ნაციონალურო მოძრაობის” მხრიდან პირველ რიგში, მაგრამ თუ დავუბრუნდებით დღევანდელ საკითხს, ეს სულ სხვა მიმდინარეობაა, აქ უნდა შემოსულიყო გადაწყვეტილება სასამართლოსი ნიკანორ მელიას საკითხზე, რის გამოც საერთოდ აღიძრა საქმე და ეს იყო შეჭრის მცდელობა. სინამდვილეში შემოვიდა არა ეგ, არამედ გირაოს ნაწილობრივი გადახდის საკითხი, ამიტომ ეს არ არის ჩვენთვის საკმარისი“, – განაცხადა ზილფიმიანმა.

Facebook Comments

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,456,352 ნახვა
%d bloggers like this: