პოლიტიკა

დიმიტრი ხუნდაძე ალეკო ელისაშვილს – ისეთი ქვეყანამ მინდა, თქვენ ხელით რომ არ გაგიყვანონ აქედან

Nusagi

სამწუხაროა, როცა ოპოზიციის წარმომადგენელს, დეპუტატს და უფრო მეტიც, ადამიანი ადამიანს აკადრებს იმას, რაც არ უნდა აკადროს, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, დიმიტრი ხუნდაძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა.

„ალეკო ელისაშვილი ამბობს, თუ გვინდა უკეთეს ქვეყანაში ცხოვრება, ნიკანორ მელიას იმუნიტეტი არ უნდა მოვუხსნათ, აქვე ამბობს, რომ ნიკანორ მელია გასცდა მასთან მიმართებაში და იკადრა უფრო მეტი, ვიდრე ის ელოდებოდა რომ აკადრებდნენ. სამწუხაროა, როცა ოპოზიციის წარმომადგენელს, ვინც არ უნდა იყოს ეს, საერთოდ დეპუტატს და უფრო მეტიც, ადამიანი ადამიანს აკადრებს იმას, რაც არ უნდა აკადროს, მაგრამ სწორედ ამიტომ უმთავრესი უნდა იყოს სამართლის დაცვა. თქვენ რომ გაკადრათ და გასცა ზღვარს ნიკანორ მელია, ეს კიდევ ასატანია, მაგრამ როცა სამართალს კადრებს და სამართლებრივ ზღვარს სცდება, ეს სწორედ ის არის, რაც უქმნის საფრთხეს იმ ქვეყანას, რომელშიც ჩვენ გვინდა ვიცხოვროთ. ნიკანორ მელიამ სულ რამდენიმე ხნის წინ შემოგითვალათ, რომ შემოვა და ხელით გაგიტანთ. მე არ მგონია, რომ თქვენ ხელში აყვანით გაყვანას გთავაზობთ, ეს მიუღებელია. სწორედ მე მინდა ისეთი ქვეყანა, რომ თქვენ ხელით არ გაგიყვანენ აქედან და ქვეყანაში სამართალი იქნება დაცული“, – განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.

Facebook Comments

ავტორის შესახებ

Info Postalioni

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,451,701 ნახვა
%d bloggers like this: