სამართალი

პროკურორი: ნიკა მელიას სასარგებლოდ სხვა პირს შეუძლია გირაოს თანხა შეიტანოს

Nusagi

ნიკა მელია გირაოს რეჟიმში რჩება – შესაბამისად, სასამართლოს გადაწყვეტილებამდე მას, ან მისი სახელით მის სასარგებლოდ სხვა პირს, შეუძლია გირაოს თანხა აღსრულების ეროვნული ბიუროს შესაბამისს ანგარიშზე შეიტანოს, – ამის შესახებ გენერალური პროკურატურის საგამოძიებო ნაწილის საპროკურორო ზედამხედველობის სამმართველოს უფროსმა ამირან გულუაშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა.

ამირან გულუაშვილმა აქვე აღნიშნა, რომ გირაოს მოცემულობა მხოლოდ სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ ანულირდება და გადახდა აზრს დაკარგავს.

„ვადის გასვლის მიუხედავად, ჩვენი მხრიდან მას დამატებით ერთკვირიანი ვადა შეეთავაზა იმისთვის, რომ მან სასამართლოს მიერ დაკისრებული ვალდებულება შეასრულოს. ის ვალდებულების შესრულებაზე უარს აცხადებს. გააკეთა სახასიათო განცხადება, რომ სასამართლოში არ გამოცხადდება, რაც მიუთითებს, რომ გარაო, რომელიც ამ ეტაპზე არის გამოყენებული, აღკვეთის ღონისძიების მიზნებს ვერ უზრუნველყოფს. მას არც გირაოს გადახდა უნდა და არც სასამართლოში გამოცხადება“, – განაცხადა პროკურორმა.

გენერალური პროკურატურის საგამოძიებო ნაწილის საპროკურორო ზედამხედველობის სამმართველოს უფროსმა ამირან გულუაშვილმა დეპუტატებს გენერალური პროკურორის შესაბამისი მიმართვა გააცნო, სადაც წარმოდგენილია ის სამართლებრივი გარემოებები, რის საფუძველზეც გენერალური პროკურატურა პარლამენტს მელიასათვის დეპუტატის იმუნიტეტის შეჩერების მოთხოვნით მიმართავს.

Facebook Comments

ავტორის შესახებ

Info Postalioni

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,443,921 ნახვა
%d bloggers like this: