პოლიტიკა

ადრე იმუნიტეტს მაინც სცემდნენ პატივს და ხალხი მას ყიდულობდა, ახლა კი ესეც მოიშალა

Nusagi

ადრე იმუნიტეტს მიანც სცემდნენ პატივს და ხალხი მას ყიდულობდა, ახლა კი ესეც მოიშალა,-ამის შესახებ გირჩის ერთ-ერთმა ლიდერმა იაგო ხვიჩიამ “რუსთავი 2”-ის ეთერში განაცხადა. ხვიჩიას თქმით, მმართველი პარტია პარლამენტარიზმს ანადგურებს.

“იმუნიტეტის ინსტიტუცია დაანგრია “ქართულმა ოცნებამ”. გავარკვიეთ, რომ თურმე ამას არანაირი მნიშვნელობა არ ჰქონია. თუ შენი დაჭერა უნდა ხელისუფლებას მოგონილი და შეთითხნილი ბრალდებით, შეუძლია იმუნიტეტი მოგიხსნას. იმუნიტეტი აზრს კარგავს, აქამდე მას მაინც ვცემდით პატივს, ხალხი ყიდულობდა იმუნიტეტს, პარლამენტის წევრები, ბიზნესმენები. იცოდნენ, რომ ცოტა მეტად იქნებოდნენ დაცული. ახლა აპრობირებული პრაქტიკა გახდა. კაცის დასჯა თუ გინდა, უყრი კენჭს და ჩამოართმევ იმუნიტეტს. ახლა ქართულ პარლამენტარიზმს ანადგურებს “ქართული ოცნება” და ამ უპირატესობას აძლევენ ნიკა მელიას. მერე უკვირთ, რატომ არ მარცხდება მიშაო, მიშას თამაშს თამაშობს და როგორ უნდა დამარცხდეს”, – განაცხადა იაგო ხვიჩიამ.

Facebook Comments

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,435,593 ნახვა
%d bloggers like this: