მედიცინა

ინფექციურ საავადმყოფოში პოსტკოვიდური სიმპტომების მქონე პაციენტების მიმართვიანობა მაღალია

Nusagi

თენგიზ ცერცვაძის თქმით, მოხდება პოსტკოვიდური სინდრომის თავისებურებების შესწავლა და ასეთი პაციენტებისთვის პროგრამის ამოქმედება.

„ვემზადებით ძალიან სერიოზული კვლევის ჩასატარებლად, რომელიც დაიწყება დაახლოებით მარტიდან. მეორე – ვემზადებით უკვე ამ პაციენტების სისტემური მომსახურებისთვის, რამეთუ კვლევაში მოხვდება სულ დაახლოებით 400 ადამიანი. კვლევის მიზანია, შევისწავლოთ და დავდოთ პოსტკოვიდური სინდრომის თავისებურებანი, რათა შემდეგ ეს ქვეყნის ჯანდაცვამ პრაქტიკაში გამოიყენოს. მეორე მიმართულება არის ასეთი პაციენტების მომსახურების სერვისების მიწოდების სისტემის შექმნა. სხვანაირად რომ ვთქვათ, პროგრამა პოსტკოვიდური ავადმყოფებისათვის, რომლით სარგებლობაც შეეძლება ყველა პაციენტს. თუ კვლევაში ჩართული იქნება 400 პაციენტი, პოსტკოვიდური სინდრომის პროგრამით სარგებლობა შეეძლება ყველა პაციენტს, ესეც დაახლოებით მარტში ამოქმედდება“, – აღნიშნა თენგიზ ცერცვაძემ.

მისივე თქმით, ინფექციურ საავადმყოფოში პოსტკოვიდური სიმპტომების მქონე პაციენტების მიმართვიანობა მაღალია.

„მომართვიანობა მაღალია. ძალიან ბევრს აღენიშნება გარკვეული ჩივილები და სიმპტომი კოვიდის გადატანის შემდეგ. ზოგს აღენიშნება კოვიდის გადატანისთანავე, ანუ უგრძელდება კოვიდისგან განკურნების შემდეგ, ზოგთან სინდრომები ვითარდება დაახლოებით, ერთი-ორი თვის შემდეგ“, – აღნიშნა თენგიზ ცერცვაძემ.

Facebook Comments

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,435,687 ნახვა
%d bloggers like this: