უცხოური მედია

ღაზაში გადახედავენ დადგენილებას, რომელიც ქალს მამაკაცის გარეშე მოგზაურობას უკრძალავს

Nusagi

ღაზას ისლამური (შარიათის) სასამართლო თანახმაა, გადახედოს თავის დადგენილებას, რომლის თანახმადაც, ქალებს ეკრძალებათ მოგზაურობა თანმხლები მამაკაცის გარეშე. ამის შესახებ Haareetz იუწყება.

შარიათის სასამართლოს წარმომადგენელმა ჰასან ჯოჯომ აღნიშნული განცხადება ჰამასის ოფისთან გამართული საპროტესტო აქციების ზეწოლის შედეგად გააკეთა. 

ამასთან, შარიათის სასამართლოს ხელმძღვანელმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ დადგენილების გაუქმების გარანტიას ვერ გასცემს. მანამდე სწორედ მან მოაწერა ხელი შესაბამის დადგენილებას.

პალესტინის უფლებადამცველ ორგანიზაციას მიაჩნია, რომ 14 თებერვალს მიღებული დადგენილება ქალების ღირსებასა და უფლებებს ლახავს, აყენებს რა მათ დამამცირებელ მდგომარეობაში.  მათივე თქმით, პალესტინური კანონები კრძალავს ადამიანის დისკრიმინაციას რასის, სქესის, რელიგიისა და კანის ფერის მიხედვით.  

ადამიანის უფლებადამცველების თქმით, ბოლო პერიოდში ქალები ხშირად ტოვებენ ღაზას სექტორს სამუშაოს, სწავლის ან ისრაელის ბლოკადისგან თავის დაღწევის მიზნით. 

Facebook Comments

ავტორის შესახებ

Info Postalioni

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,435,511 ნახვა
%d bloggers like this: