პოლიტიკა

ჩვენი შუალედური გეგმა, თუ მანამდე თოვლი არ დადნა, იქნება გუნდაობა

Nusagi

გეგმებზე ჰკითხეთ გახარიას. ჩვენი შუალედური გეგმა, თუ მანამდე თოვლი არ დადნა, იქნება გუნდაობა, – ამის შესახებ “ევროპული საქართველოს” ერთ-ერთმა ლიდერმაჟურნალისტებს “ნაციონალური მოძრაობის” ოფისში განუცხადა გიგი უგულავამ უპასუხა კითხვას, ნიკა მელიას საქმესთან დაკავშირებით, რა გეგმები აქვს ოპიზიციას. 

“მე მგონი, ეს უნდა ჰკითხოთ გახარიას და გომელაურს. ჩიხში ისინი არიან. ჩვენ ვართ შენობაში, ისინი იქნებიან გარეთ. ეს ის იშვიათი შემთხვევაა, რომ 8 წელიწადია ჩვენ ვართ გარეთ და ისინი… გამაგრებული არ ვართ, ჩვენ ვართ ოფისში. გამაგრება სჭირდება იმას, ვისაც ნერვები წესრიგში არ აქვს და ასეთი, მე მგონი, ხელისუფლებაში ბევრი ჰყავთ. აქედან გამომდინარე, აქ არიან დეპუტატები…მათ არანაირი კანონიერი უფლება არ აქვთ აქ შემოსვლის და მითუმეტეს, ჩხრეკის. ჩვენ ვართ კონსტიტუციით აღჭურვილები. რა თქმა უნდა, მოძალადეს არ შემოვუშვებთ! თქვენს სახლში მოძალადეს შეუშვებდით? მოძალადე გინდა ფორმიანი იყოს და გინდა უფორმო, დაგვავიწყდა, რომ „მხედრიონი“ იყო? უფორმო მოძალადეები ხომ იყვნენ?”, – განაცხადა მან.

Facebook Comments

ავტორის შესახებ

Info Postalioni

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,443,880 ნახვა
%d bloggers like this: