პოლიტიკა

არ მინდა არც ისეთი პროგნოზები, არც ასეთი, ვერაფერს გამოვრიცხავ, მეც ის ვიცი, რაც თქვენ იცით

Nusagi

ჩვენ არ ვაპირებთ აგრესიას და ძალის გამოყენებას, მაგრამ მათ მოუწევთ ძალის გამოყენება და კანონის უზენაესობის დროშის ქვეშ ადამიანების დაუმორჩილებლობისთვის დაკავება,- ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ლიდერმა  „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისში განაცხადა, სადაც ცოტა ხნის წინ სამართალდამცავები იმყოფებოდნენ.

შეკითხვაზე, გამოიყენებს თუ არა სპეცრაზმი ძალას „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისში შესასვლელად, გიგა ბოკერიამ განაცხადა, რომ ის არაფერს გამორიცხავს.

„საზოგადოებას აქვს ერთადერთი სწორი არჩევანი, რომ მშვიდად არ შეეგუოს მიტაცებას ამ ქვეყნის და ივანიშვილის რეჟიმის მხრიდან პოსტსაბჭოთა ჭაობში ბოლომდე ჩაფლობას.

არ მინდა არც ისეთი პროგნოზები, არც ასეთი. ვერაფერს გამოვრიცხავ. მეც ის ვიცი, რაც თქვენ იცით. აქ გადაწყვეტილებაა მიღებული, რომ მათ მოუწევთ ძალის გამოყენება. ჩვენ არ ვაპირებთ აგრესიას და ძალის გამოყენებას, მაგრამ მათ მოუწევთ ძალის გამოყენება და კანონის უზენაესობის დროშის ქვეშ დაუმორჩილებლობისთვის დაკავება ადამიანების, მათ შორის ერთი ლიდერის კი არა, ბევრი ლიდერის“, – განაცხადა ბოკერიამ.

ცნობისთვის, პოლიციის წარმომადგენლები „ნაციონალური მოძრაობის“ ცენტრალურ ოფისში არ შეუშვეს, რის შემდეგაც მათ ტერიტორია დატოვეს.

Facebook Comments

ავტორის შესახებ

Info Postalioni

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,452,348 ნახვა
%d bloggers like this: