პოლიტიკა

გურამ მაჭარაშვილი: გამოყენებული იქნება ადეკვატური რესურსი, რათა შევინარჩუნოთ დემოკრატიული ინსტიტუტები

Nusagi

„ნიკა მელია და მისი მხარდამჭერები, სამწუხაროდ, არ ემორჩილებიან არცერთ კანონს და არ აღიარებენ არცერთ სახელმწიფო ინსტიტუციას, რაც პირდაპირ არის დარტყმა დემოკრატიულ პრინციპებზე და ეს არ არის მხოლოდ ჩვენი სიტყვები, ჩვენი ევროპელი პარტნიორები ამას უწოდებენ დემოკრატიისთვის ძირგამომთხრელ პრინციპებს, შესაბამისად და ჩვენ გვაქვს პასუხისმგებლობა და გამოყენებული იქნება ადეკვატური რესურსი, რათა შევინარჩუნოთ დემოკრატიული ინსტიტუტები და რაც მთავარია, მართლმსაჯულების დამოუკიდებლობა“, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა. 

მისი თქმით, ხელისუფლება ქვეყანაში რევოლუციას არ დაუშვებს.

„მან უკვე აღიარა და პირდაპირ ამბობს, რომ მიზნად აქვს არეულობა და რევოლუციური სცენარის განვითარება, რასაც საზოგადოების აბსოლუტური უმრავლესობა მხარს არ უჭერს. გამომდინარე აქედან, ჩვენ, საქართველოს ხელისუფლებისგან გამოყენებული იქნება ის რესურსი, რომელიც უზრუნველყოფს იმ განვითარების გაგრძელებას, რომელიც დაწყებული აქვს სახელმწიფოს ამერიკის შეერთებული შტატებისა და ჩვენი საგარეო პარტნიორების ჩართულობით“, – აღნიშნა გურამ მაჭარაშვილმა.

Facebook Comments

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,441,776 ნახვა
%d bloggers like this: