პოსტები სოციალური ქსელიდან

,,ეგ უფრო მნიშვნელოვანია ქართველი ხალხისთვის, ვიდრე მელიას დაჭერა! ვიდრე თქვენი ყოფნა პოლიტიკაში, ვიდრე მომავალი პრემიერმინისტრი და საერთოდ, სხვა ყველაფერი!”-ხათუნა ხოფერია

Nusagi

,,ოცნების “ერთიანი გუნდი” აცხადებს, რომ კანონის უზენაესობა და სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულება არის სახელმწიფოს მთავრი დანიSნულება, სახელმწიფოს სიძლიერე, სახელმწიფოს ფუნდამენტი!…დიახ, ნამდვილად ასეა!!მაგრამ…ამ სააკაშვილის მიმართ რომ არაფერი აღსრულდა…დავით გარეჯზე რომ არავინაა დასჯილი… და აღარ გავაგრძელებ გრძელ სიას უნიათობისას და ამ ხელისუფლების ოპორტუნიზმისას.

არაფერს ვიტყვი ოცნების ლიდერების გატრუნულობასა და გაცურცვლაზე ამ თემის მიმართ. ნიკა მელია ვინ ჩემი ფეხებია ამ დანაშაულობების ფინზე?ვის რაში ენიკამელიება?… მელია გინდა გარეთ იყოს, გინდა გალიაში, გინდა მიტინგზე… რატომ შექმენით ხელოვნურად ამ ჩვეულებრივი “აბიჟნიკისგან” “გმირი”?

რატომ უტრირებდით ამ თემის მნიშვნელობას? რატომ უძღვნიდით ბრიფინგებს და გადაცემებს შეშფოთებული სახეებით?ალბათ, ამიტომ… რაც დღეს მოხდა…გავრილოვის თემაც ასე შეიქმნა… ნელ-ნელა, ნაბიჯ-ნაბიჯ… წაყრუებით, თვალების დახუჭვით, ისევ “ჩვენებისგან” თემის გაბუქებით… მოკლედ, თქვით რა დავალებაც გაქვთ!თქვით, რომ პირობას, კოალიციური მთავრობის შექმნის შესახებ, რომელიც ვერ შეასრულეთ, არ გპატიობენ! რა საჭიროა ამდენი ჩახუჭუჭება, ამდენი ადამიანის გაფუჭება, ამდენი სკლიფასოვსკობა…ჰო და, ჩემი რჩევაა, გარეჯს დაუბრუნდით!!! მიშა დაიჭირეთ! ა ეგ უფრო მნიშვნელოვანია ქართველი ხალხისთვის, ვიდრე მელიას დაჭერა! ვიდრე თქვენი ყოფნა პოლიტიკაში, ვიდრე მომავალი პრემიერმინისტრი და საერთოდ, სხვა ყველაფერი!

adios!!!!……..”-წერს ფეისბუქის საკუთარ ვერდზე ხათუნა ხოფერია

Facebook Comments

ავტორის შესახებ

Info Postalioni

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,433,101 ნახვა
%d bloggers like this: