საზოგადოება

„ნაციონალური მოძრაობის“ ოფისში შსს-ს წარმომადგენლები მივიდნენ

Nusagi

შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლები „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისში მივიდნენ. გამომძიებლებმა ნიკა მელიას მხარდამჭერებს შენობის შესასვლელის გათავისუფლებისკენ მოუწოდეს და განმარტეს, რომ სასამართლოს განჩინების აღსასრულებლად კანონით გათვალისწინებით ზომებს მიმართავენ.

მათ ნიკა მელიასთვის სასამართლოს განჩინების გადაცემა სურდათ. გამომძიებლებს „ნაცმოძრაობის“ თავმჯდომარის ადვოკატები დახვდნენ და მოსთხოვეს, რომ თუ რამე აქვთ ჩასაბარებელი მელიასთვის, მათ გადასცენ. სამართალდამცველებმა განმარტეს, რომ განჩინების მიღება ადვოკატებს მხოლოდ ნიკა მელიას თანდასწრებით აქვთ.

მას შემდეგ რაც მელიას მხარდამჭერებმა სამართალდამცველები ოფისში არ შეუშვეს, მათ ტერიტორია დატოვეს და აღნიშნეს, რომ აღსრულების პროცესში გამოყენებული იქნება კანონით გათვალისწინებული ყველაზე ზომა, უფრო ვრცელი განცხადება კი მოგვიანებით გაკეთდება.

Facebook Comments

ავტორის შესახებ

Info Postalioni

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,457,982 ნახვა
%d bloggers like this: