პრემიერ-მინისტრის გადადგომასთან დაკავშირებით, შინაგან საქმეთა სამინისტრომ ნიკანორ მელიას საქმეზე დაგეგმილი ღონისძიება დროებით გადადო.
აღნიშნულთან დაკავშირებით ინფორმაციას თავად შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
ნაციონალური მოძრაობის ოფისში” შსს-ს მიერ დაგეგმილი ღონისძიების დროებით გადადებას ოვაციებითა და შეძახილებით შეხვდნენ.
“ნიკა” ,“გაუმარჯოს”, – ამ შეძახილებით შეხვდნენ „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისში შეკრებილი ოპოზიციონერი ლიდერები და აქტივისტები აღნიშნულ გადაწყვეტილებას.
Facebook Comments