საზოგადოება

საქართველოს სამეფო სახლი მელიას დაპატიმრების გადაწყვეტილებით შეშფოთებულია

Nusagi

ნიკა მელიას დაპატიმრების შესახებ მიღებული გადაწყვეტილების გამო უკმაყოფილებას გამოთქვამს “საქართველოს სამეფო სახლის” მეთაური.

მისი სამეფო უმაღლესობა, მხარეებს მოუწოდებს, მოლარაპაკებების მაგიდასთან გადაინაცვლონ.

“საქართველოს სამეფო სახლის მეთაურის, მისი სამეფო უმაღლესობის ბატონიშვილ დავითის პოლიტიკური განცხადება.

მთავრობასა და ოპოზიციას შორის დაპირისპირების გამო, გამოვთქვავ ჩემს უკმაყოფილებას ყველაზე დიდი ოპოზიციური პარტიის, ამჟამინდელი ლიდერის, ნიკა მელიას დაპატიმრების შესახებ მიღებული გადაწყვეტილების გამო. მოვუწოდებ პოლიტიკურ პარტიებს ჩაერთონ მოლაპარაკებაში რომ პროცესებმა ქუჩიდან და სასამართლოდან გადაინაცვლოს მოლაპარაკებების მაგიდასთან, რათა თავიდან ავიცილოთ ჩვენი საყვრელი სამშობლოს საერთაშორიო იზოლაცია.

საქართველო გვეკუთვნის ჩვენ ყველას, მიუხედავად პოლიტიკური შეხედულებების, წარმოშობისა და სარწმუნოებისა”, – აღნიშნულია ბატონიშვილ დავითის პოლიტიკურ განცხადებაში.

Facebook Comments

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,457,952 ნახვა
%d bloggers like this: