უცხოური მედია

ტეხასში უამინდობის გამო მთლიანი ინფრასტრუქტურა ჩამოიშალა, რას უძლებენ მოქალაქეები

Nusagi

დიდთოვლობამ აშშ-ს სამხრეთში უმსხვილესი კოლაფსი გამოიწვია. მხოლოდ ტეხასში ელექტროენერგიის გარეშე დარჩენილია 2,5 მლნ სახლი- სწორედ ეს შტატი დაზარალდა უამონდობისგან ყველაზე მეტად. ხელისუფლება მოსახლეობას აფრთხილებს, რომ ელქტრომომარაგება კიდევ რამდენიმე დღის განმავლობაში არ აღდგება. გაჩერებულია ადგილობრივი წყალმომარაგების სისტემები და მსხვილი ნავთობგადამამუშავებელი ქარხნები. ტეხასში დაკეტილია ბევრი ბენზინგასამართი სადგური, შეფერხებაა წყლის მიწოდებაში, რადგან მილები ვერ უძლებს ძლიერ ყინვებს და სკდება.

სიტუაცია კრიტიკულად არის შეფასებული, რადგან მესამე დღეა ადამიანებს არ აქვთ გათბობა, დაკეტილია სურსათის მაღაზიები, გადაადგილება გართულებულია, რადგან ავტომობილები ტეხასში ასეთი პირობებისთვის მომზადებული არ აღმოჩნდა. ქალაქის უბნებში, რამდენიმე შენობაში მოეწყო თავშესაფარი, სადაც ადამიანებს მისვლა და გათბობა შეუძლიათ, თუმცა ვარაუდობენ, რომ ბევრი ვერ გადაიტანს ასეთ მდგომარეობას და იქნება მსხვერპლი. მოსახლეობა ცდილობს, საცხოვრებელი სახლები ხელთ არსებული სხვადასხვა საშუალებებით გაათბოს, ესენია: სანთლები კერამიკულ ქოთნებში, ბუხარი, ან გაზის ბალონები. სახლებში, სადაც გაზი აქვთ, საკვებს გამდნარი თოვლით ამზადებენ.

„ჯერჯერობით, ხელისუფლების მხრიდან არ ჩანს არანაირი დახმარება საწვავის, ან წყლის მოწოდებასთან დაკავშირებით. ტეხასის ერთ-ერთი ქალაქის მერმა მოსახლეობას ისიც უთხრა, საკუთარი თავი თვითონ გადაირჩინონ და არ დაელოდონ, რომ ვინმე მივა მათ დასახმარებლად, რადგან ამის საშუალება არ არსებობს“,- აცხადებს ქალაქ ოსტინის უნივერსიტეტის პროფესორი. 

ბოლო მონაცემებით, უამინდობას და მისგან გამოწვეულ მოვლენებს 30 ადამიანი შეეწირა. 

Facebook Comments

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,466,157 ნახვა
%d bloggers like this: