სამართალი

შსს: ნიკა მელიას დაკავება გადაიდო

Nusagi

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის ნიკა მელიას დაკავება დროებით გადაიდო. გადაწყვეტილება გიორგი გახარიას მიერ პრემიერის პოსტის დატოვებას უკავშირდება. 

„პრემიერ-მინისტრის გადადგომასთან დაკავშირებით, შინაგან საქმეთა სამინისტრომ ნიკანორ მელიას საქმეზე დაგეგმილი ღონისძიება დროებით გადადო“, – აღნიშნულია შსს-ს განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ გიორგი გახარიამ ბრიფინგზე განაცხადა, რომ პრემიერის პოსტის დატოვების გადაწყვეტილება მიიღო.

როგორც მან აღნიშნა. არცერთი მოქალაქის მიმართ კანონის აღსრულება დესტაბილიზაციად და საზოგადოების პოლარიზებად არ ღირს. გიორგი გახარიამ იმედი გამოთქვა, რომ მისი ნაბიჯი პოლარიზაციის პროცესს ხელს შეუშლის.

Facebook Comments

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,475,471 ნახვა
%d bloggers like this: