უცხოური მედია

Facebook-მა ავსტრალიის მოსახლეობასა და მედიას ახალი ამბების გაზიარება აუკრძალა

Nusagi

სოციალურმა ქსელმა Facebook ავსტრალიელ მომხმარებლებსა და ადგილობრივ მედიასაშუალებებს ახალი ამბების გაზიარების ფუნქცია დაუბლოკა. ამის შესახებ BBC წერს.

გამოცემის ინფორმაციით, ამის მიზეზი კანონპროექტი გახდა, რომელიც მიღების შემთხვევაში Facebook-ს, Google-ს და სხვა პლატფორმებს ახალი ამბების შინაარსის გამოქვეყნებისთვის გარკვეული საფასურის გადახდას დაავალდებულებს. Facebook-ის ხელმძღვანელობა მიიჩნევს, რომ კანონი ინტერნეტის მუშაობის სპეციფიკასთან შეუსაბამოა და მათი პლატფორმების უსამართლოდ დაჯარიმებას ითვალისწინებს, რაც კომპანიისთვის მიუღებელია.

Facebook-ის განცხადებაში ნათქვამია, რომ ავსტრალიის მედიას და მოსახლეობას ეკრძალება სოციალურ ქსელში ახალი ამბების ბმულების გაზიარება და ადგილობრივი თუ საერთაშორისო ამბების გაცნობა. ავსტრალიური მედიის სტატიებზე წვდომა სხვა ქვეყნებშიც შეზღუდულია.

კანონპროექტის მიღებას, რომელიც პლატფორმებს ახალი ამბების მიღებისთვის გადასახადს დააკისრებს, უახლოეს დღეებში გეგმავენ. კანბერის უნივერსიტეტის მონაცემებით, ავსტრალიის მოსახლეობის სულ მცირე 39% ახალ ამბებს Facebook-ის მეშვეობით იგებს.

Facebook Comments

ავტორის შესახებ

Info Postalioni

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,441,639 ნახვა
%d bloggers like this: