პოლიტიკა

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი საქართველოში განვითარებულ მოვლენებს ეხმაურება

Nusagi

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი საქართველოში განვითარებულ მოვლენებს ეხმაურება.

„აშშ ღრმად შეშფოთებულია საქართველოში ბოლოდროინდელი პოლიტიკური მოვლენებით. მოვუწოდებთ ყველა მხარეს, თავი შეიკავონ და თავიდან აიცილონ ნებისმიერი ქმედება ან რიტორიკა, რამაც შეიძლება გამოიწვიოს დაძაბულობის ესკალაცია ან ძალადობა. ჩვენ მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, იმოქმედოს ევროატლანტიკური მისწრაფებების შესაბამისად და განამტკიცოს თავისი ერთგულება დემოკრატიის, ინდივიდუალური თავისუფლებისა და კანონის უზენაესობის პრინციპებისადმი და უზრუნველყოს, რომ სასამართლო და პროკურატურის სისტემა არ იყოს პოლიტიკურად მიკერძოებული. აშშ მხარს უჭერს დემოკრატიულ, უსაფრთხო და წარმატებულ საქართველოს. ჩვენ გავაგრძელებთ თანამშრომლობას საქართველოსთან, ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორთან, კანონის უზენაესობისა და ანგარიშვალდებული ინსტიტუტების ხელშესაწყობად“, – ნათქვამია აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებაში.

Facebook Comments

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,457,852 ნახვა
%d bloggers like this: