ჯანდაცვა

საქართველოში კორონავირუსის 388 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა

Nusagi

Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა  16 391 კვლევა ტესტით, მათ შორის 10 091 კვლევა ანტიგენის ტესტით და 6 300 PCR ტესტით.

ჩატარებული ტესტირების შედეგად, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 388 ახალი დადასტურებული შემთხვევა. ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს  267 701-ს.

რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 18 თებერვლის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 2.37%, ბოლო 14 დღის მანძილზე – 2.7%, ხოლო 7 დღის მანძილზე – 2.4%.

ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 331 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 260 597-მდე.

Facebook Comments

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,459,133 ნახვა
%d bloggers like this: