უცხოური მედია

FBR ნიუ-იორკის გუბერნატორის, ანდრიუ კუომოს საქმეს იძიებს

Nusagi

გამოძიების ფედერალური ბიურომ და ნიუ-იორკის ოლქის პროკურორმა შტატის გუბერნატორ ენდრიუ კუომოსთან დაკავშირებით, შემოწმება დაიწყეს. არსებობს ეჭვი, რომ პოლიტიკოსი 2020 წლის გაზაფხულზე მოხუცთა სახლებში სიკვდილიანობის მაჩვენებელს ხელოვნურად ამცირებდა.

ეს იყო პანდემიის პირველი, ყველაზე მწვავე ფაზა. პროკურატურას მიაჩნია, რომ ციფრებში, რომელსაც კუომო ყოველდღე ბრიფინგებზე აცხადებდა, არ იყვნენ გათვალისწინებული მოხუცები, რომლებიც თავშესაფრის გარეთ, საავადმყოფოებში გარდაიცვალნენ. გუბერნატორმა დანაშაული აღიარა და განაცხადა, რომ შიგა გამოძიებასაც ჩაატარებს.

ექსპერტების თქმით, საქმე სავარაუდოდ, იმპიჩმენტამდე მივა, რის შემდეგაც გუბერნატორის ადგილს ვიცე-გუბერნატორი დაიკავებს.

ცნობისთვის, პანდემიის პერიოდის განმავლობაში, დონალდ ტრამპის არათანმიმდევრული განცხადებების ფონზე, კუომოს ბრიფინგები აღიქმებოდა, როგორც შვების მომტანი. ის მოსახლეობას ამშვიდებდა და შესაბამისად, მედიის საშუალებებითა და ჰოლივუდის გილდიის მიერ, პანდემიის დამმარცხებელ გმირად იყო წარმოჩენილი.

Facebook Comments

ავტორის შესახებ

Info Postalioni

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,435,687 ნახვა
%d bloggers like this: