ჯანდაცვა

დავით ზალკალიანი: დიდი ალბათობით, უახლოეს დღეებში საქართველო COVAX-პლატფორმის მიღმა ვაქცინების მნიშვნელოვან რაოდენობას მიიღებს

Nusagi

არ მინდა მოვლენებს წინ გავუსწრო, მაგრამ გაერთიანებულმა სამეფომ ძალიან დიდი როლი შეასრულა იმაში, რომ უახლოეს დღეებში, დიდი ალბათობით, საქართველო COVAX-პლატფორმის მიღმა ვაქცინების მნიშვნელოვან რაოდენობას მიიღებს, – ამის შესახებ ევროპასთან ინტეგრაციის, დიასპორისა და კავკასიის საკითხთა და საგარეო ურთიერთობათა კომიტეტების ერთობლივ სხდომაზე საგარეო საქმეთა მინისტრობის კანდიდატმა, დავით ზალკალიანმა განაცხადა.

„პრემიერ-მინისტრის დავალებით, ჩვენი დიპლომატიური მისიები მობილიზებული იყო იმისთვის, რომ საქართველოს დროულად მიეღო ვაქცინა. უმძიმესი სიტუაციაა შექმნილი ვაქცინის მიწოდების კუთხით, ევროკავშირსაც გაუჭირდა ვაქცინების საჭირო რაოდენობის დროულად მიღება. გვსურდა, რომ COVAX-პლატფორმის მიღმაც მიგვეღო ვაქცინები და ორმხრივ რეჟიმში მქონდა კომუნიკაცია პოლონელ, ლიეტუველ და შვედ კოლეგებთან. არ მინდა მოვლენებს წინ გავუსწრო, მაგრამ გაერთიანებულმა სამეფომ ძალიან დიდი როლი შეასრულა იმაში, რომ უახლოეს დღეებში, დიდი ალბათობით, საქართველომ COVAX-პლატფორმის მიღმა ვაქცინების მნიშვნელოვანი რაოდენობა მიიღოს“, – განაცხადა ზალკალიანმა.

Facebook Comments

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,441,694 ნახვა
%d bloggers like this: