პოლიტიკა

„ევროპელი სოციალისტები“ ირაკლი ღარიბაშვილის კანდიდატურასთან დაკავშირებით კენჭისყრაში მონაწილეობისგან თავს შეიკავებენ

Nusagi

პარტია „ევროპელი სოციალისტების“ საპარლამენტო ჯგუფი პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე წარდგენილ ირაკლი ღარიბაშვილის კანდიდატურასთან დაკავშირებით კენჭისყრაში მონაწილეობის მიღებისგან თავს შეიკავებს.

როგორც პარტიის პრესსამსახური აცხადებს, პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად ირაკლი ღარიბაშვილის წარდგენა, რამდენად სწორი გადაწყვეტილებაა, დრო აჩვენებს.

„ირაკლი ღარიბაშვილი გახლავთ „ქართული ოცნების“ პოლიტიკური გუნდის მიერ წარდგენილი კანდიდატურა. რამდენად სწორია ეს გადაწყვეტილება, ამას დრო აჩვენებს. ეს არის მმართველი პარტიის პრეროგატივა. აქედან გამომდინარე, შედეგებზე პასუხისმგებლობა ეკისრება მმართველ გუნდს. „ევროპელი სოციალისტების“ საპარლამენტო გუნდი ღარიბაშვილის კანდიდატურასთან დაკავშირებით კენჭისყრაში მონაწილეობის მიღებისგან თავს შეიკავებს“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

Facebook Comments

ავტორის შესახებ

Info Postalioni

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,435,445 ნახვა
%d bloggers like this: