ხელოვნება და კულტურა

კიმ კარდაშიანი და კენი უესტი შორდებიან

Nusagi

ამერიკული რეალითი-შოუს ვარსკვლავმა კიმ კარდაშიანმა რეპერ კენი უესტთან განქორცინებაზე განცხადება შეიტანა, ამის შესახებ AP სასამართლოს მასალებზე დაყრდნობით იუწყება.

TMZ-ს ცნობით, კარდაშიანი და უესტი შეთანხმდნენ ბავშვებზე ერთობლივი მეურვეობის შესახებ. გარდა ამისა, არცერთ მათგანს არ სურს საქორწილო კონტრაქტის რაიმე პუნქტის გასაჩივრება. 

კარდაშიანმა ჰოლივუდში ცნობილი ადვოკატი ლორა ვასერი დაიქირავა.

წყვილი 2014 წელს შეუღლდა. ქორწინება პირველი იყო უესტისთვის, კარდაშიანისთვის კი- მესამე. უთანხმოება მათ შორის მას შემდეგ დაიწყო, რაც უესტმა საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობა განიზრახა. საარჩევნო კამპანიის ფარგლებში უესტი აბორტის წინააღმდეგ გამოდიოდა, რასაც კიმი არ ეთანხმებოდა. 

Page Six-ის ინფორმაციით, კიმ კარდაშიანმა დიდი ძალისხმევა გაწია მეუღლის ფსიქიკური პრობლემების მოსაგვარებლად, თუმცა გასული წლის ბოლოდან საქორწილო ბეჭედი მოიხსნა, რეპერი კი, ახალ წელს თავის სახლში, ვაიომინგში შეხვდა, ოჯახისგან მოშორებით. 

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,568,247 ნახვა
%d bloggers like this: