რელიგია

მარტვილში, ეპარქიის სამღვდელოებასა და მრევლს ჭყონდიდის ახალი მიტროპოლიტი წარუდგინეს

Nusagi

მარტვილში, ღვთისმშობლის მიძინების სახელობის საკათედრო ტაძარში, ნეკრესელმა მიტროპოლიტმა სერგიმ ეპარქიის სამღვდელოებასა და მრევლს ჭყონდიდის ეპარქიის ახალი მმართველი – მიტროპოლიტი სტეფანე წარუდგინა, – ინფორმაციას საქართველოს საპატრიარქოს მედიასთან ურთიერთობის სამსახურის ავრცელებს.

ჭყონდიდელ მიტროპოლიტ სტეფანეს წარდგენას ასევე ესწრებოდნენ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდის წევრები: ვანისა და ბაღდათის მიტროპოლიტი ანტონი (ბულუხია), ზუგდიდისა და ცაიშის მიტროპოლიტი გერასიმე (შარაშენიძე), გორისა და ატენის მიტროპოლიტი ანდრია (გვაზავა), სხალთის მთავარეპისკოპოსი სპირიდონი (აბულაძე), ხორნაბუჯისა და ჰერეთის ეპისკოპოსი დიმიტრი (კაპანაძე), წალკის ეპისკოპოსი გრიგოლი (კაცია), ნიკორწმინდის ეპისკოპოსი ვახტანგი (ლიპარტელიანი).

წარდგინების შემდეგ, ჭყონდიდის ეპარქიას ნეკრესის ეპარქიის სახელით გადაეცა მაცხოვრის ხატი და შესრულდა ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის პარაკლისი.

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდის 11 თებერვლის განჩინების შესაბამისად, ჭყონდიდის ეპარქიის მმართველად დადგინდა მიტროპოლიტი სტეფანე და მასვე დაევალა ცაგერისა და ლენტეხის ეპარქიის მმართველობის შეთავსება.

Facebook Comments Box

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,568,244 ნახვა
%d bloggers like this: