პოლიტიკა

სოციალური სამართლიანობა–ჩემი ცხოვრების მთავარი პრინციპია!!!

Nusagi

20 თებერვალს, გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ეგიდით, სოციალური სამართლიანობის მსოფლიო დღე აღინიშნება. საქართველოს მე-9 მოწვევის პარლამენტის წევრი ენძელა მაჭავარიანი აღნიშნულ თარიღს სოციალურ ქსელში ეხმაურება.

„სოციალური სამართლიანობა–ჩემი ცხოვრების მთავარი პრინციპია!

წელს ამ დღის გზავნილია: „ვიმუშაოთ ერთად, რათა XXI საუკუნეში შესაძლებელი გავხადოთ გლობალური ეკონომიკის დაბალანსება და ახალი სოციალური კონტრაქტის მშენებლობა. ავირჩიოთ განვითარების ის გზა, რომელიც სოციალურ სამართლიანობასა და ჩვენთვის სასურველ მომავალთან დაგვაახლოებს“.

სოციალური სამართლიანობა, ის ძირითადი პრინციპია, რომელიც სოციალური სამუშაოს, როგორც პროფესიის აღმოცენებას უდევს საფუძვლად. სამართლიანობის აღდგენა და შენარჩუნება სოციალური მუშაკების პროფესიული ვალდებულება და ამავდროულად მიზანია.

საქართველოს სოციალურ მუშაკთა ასოციაციის ეთიკის კოდექსის თანახმად, სოციალური სამართლიანობის პრინციპი ავალდებულებს სოციალურ მუშაკს შეეწინააღმდეგოს სოციალურ უთანასწორობას და იბრძოლოს სოციალური ცვლილებებისათვის, განსაკუთრებით, სოციალურად დაუცველთა სასარგებლოდ.

სოციალური მუშაკის მიერ სოციალური სამართლიანობის დასამკვიდრებლად მუშაობა ძირითადად ორიენტირებული უნდა იყოს სიღარიბის, უმუშევრობის, დისკრიმინაციის და სხვა მსგავსი პრობლემების დასაძლევად.

გილოცავთ ამ დღეს და გისურვებთ წარმატებულ საქმიანობას სოციალური სამართლიანობის სადარაჯოზე!!!“,-წერს ენძელა მაჭავარიანი ფეისბუქის საკუთარ გვერდზე.

Facebook Comments

ავტორის შესახებ

Info Postalioni

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,460,494 ნახვა
%d bloggers like this: