უცხოური მედია

აშშ-ში ხბოებს ყინვისგან ყურები ძვრება- ფერმერები საქონლის გადარჩენას ცდილობენ

Nusagi

აშშ-ში ფერმერები ყველა ღონეს ხმარობენ საქონლის გადასარჩენად, რადგან უპრეცედენტო ყინვებმა კატასტროფული შედეგები გამოიღო,- ამის შესახებ People იუწყება.

Bloomberg-ის ცნობით, მონტანაში ხბოებს ყურებს თავზე აკრავენ, რათა არ დაცვივდეთ მოყინვის გამო. 

სხვა შტატებში, მაგალითად, ოკლაჰომასა და არკანზასში, ახალდაბადებული ხბოები ყინვისგან ეხოცებათ მიუხედავად იმისა, რომ პატრონები ყველანაირად ცდილობენ მათ გადარჩენას- თავებს უხვევენ, განსაკუთრებით მძიმე შემთხვევებში, ათავსებენ ავტომობილებში და სახლებშიც კი შეჰყავთ.

არკანზასის საბროკერო კომპანია Beaf Cattle Co-ს დამფუძნებელი ტაილერ ბივერი მედიასთან აცხადებს, რომ ეს არის შემთხვევა, როდესაც მხოლოდ ძლიერებს შეუძლიათ გადარჩენა. მისი თქმით, ყოველდღე უნდა შეგროვდეს ბევრი თივა, რათა საქონელი სითბოში იყოს და არ გაიყინოს. 

ყინვისგან მხოლოდ მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვი არ იხოცება. სავალალო მდგომარეობაშია, ბროილერის მეფრინველეობის ფერმები. ზოგი მათგანის სახურავი თოვლმა ჩაანგრია. ფერმერების თქმით, სითბოს შესანარჩუნებლად საჭირო თივის რეალიზაცია შეუძლებელია, რადგან სატვირთო ავტომობილები ძირითადად დიზელზე მუშაობს, რაც თოვლსა და ყინულში მოუხერხებელია.

Facebook Comments

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,451,701 ნახვა
%d bloggers like this: