ხელოვნება და კულტურა

გარდაიცვალა იტალიელი სკულპტორი, რომელმაც ნიუ-იორკში ხარის ქანდაკება დადგა

Nusagi

იტალიელი სკულპტორი არტურო დი მოდიკა, რომლის შექმნილია უოლ-სტრიტზე ხარის ცნობილი ქანდაკება, 80 წლის ასაკში, სიცილიაში, მშობლიურ ქალაქ ვიტორიაში გარდაიცვალა. ამის შესახებ La Repubblica წერს. 

დი მოდიკა რამდენიმე წელია, კიბოს ებრძოდა, ბოლო პერიოდში ის ორ 40-მტრიან ბრინჯაოს ცხენის სკულპტურაზე მუშაობდა, თუმცა ავადმყოფობის გამწვავების გამო, მხოლოდ 8-მეტრიანი პროტოტიპის შექმნა მოასწრო. 

დი მოდიკას ხარის ქანდაკება უოლ-სტრიტზე ნიუ-იორკის საფონდო ბირჟის წინ 1989 წელს დაიდგა. ამასთან, ავტორს ხელისუფლების ნებართვა არ ჰქონია. 3-ტონიანი ბრინჯაოს ფიგურა ავტორს 350 000 დოლარი დაუჯდა. მისი თქმით, პროექტი 1987 წლის საფონდო ბირჟის კრახს დაუკავშირა. მოქანდაკის ჩანაფიქრით, სკულპტურა ამერიკელების ენერგიასა და ძალას გამოხატავს. 

Facebook Comments

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,457,952 ნახვა
%d bloggers like this: