პოლიტიკა

ევროკავშირის წარმომადგენლობა: გულითადად ვულოცავთ ქართველ ხალხს ქვეყნის პირველი კონსტიტუციის 100 წლის იუბილეს, რომელსაც ერთად ვზეიმობთ

Nusagi

საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობა, საქართველოში აკრედიტებული ევროკავშირის ქვეყნების მისიების ხელმძღვანელებთან კოორდინაციით, საქართველოს პირველი კონსტიტუციის 100 წლის იუბილესთან დაკავშირებით მისალოც განცხადებას აქვეყნებს.

„1921 წლის კონსტიტუცია იყო მნიშვნელოვანი მიღწევა, რომელიც სათუთად ინახავდა საამაყო სამართლებრივ ტრადიციას პროგრესული და თანამედროვე ქართული სახელმწიფოს სასარგებლოდ. უპირველეს ყოვლისა, იგი ქართველი ხალხის ძლიერ დემოკრატიულ მისწრაფებებს ასახავდა. საქართველოს პირველმა კონსტიტუციამ ქვეყანა ევროპულ ღირებულებათა ფართო ოჯახში მტკიცედ განათავსა, იგი ყველაზე მაღლა აყენებდა დემოკრატიული მმართველობის პრინციპებს, ადამიანის უფლებების პატივისცემას, კანონის უზენაესობისა და ძირითადი თავისუფლებების დაცვას, რაც ასევე შეკრების თავისუფლებას, სიტყვის თავისუფლებასა და ბეჭდურ მედიას მოიცავდა. მრავალი თვალსაზრისით, ეს კონსტიტუცია თავის დროს უსწრებდა. მან დანერგა არჩევნების პროპორციული სისტემის პირობებში საყოველთაო საარჩევნო უფლება, რომლითაც ქალები და მამაკაცები თანაბრად სარგებლობდნენ. ამ კონსტიტუციამ გააუქმა სიკვდილით დასჯა და ითვალისწინებდა პოლიტიკური თავშესაფრის უზრუნველყოფას და ეროვნული უმცირესობების დაცვას. მან სოციალურ-ეკონომიკური უფლებები და მართლმსაჯულების აღსრულების მკაცრი ჩარჩოებიც კი განამტკიცა. პროგრესული დემოკრატიისადმი ამ ერთგულებამ თანამედროვე ქართული სახელმწიფოსთვის მნიშვნელოვანი ორიენტირები შექმნა – ორიენტირები, რომლებიც დღემდე მეტად აქტუალურია. საქართველოს ამბიცია ააშენოს წარმატებული, ინკლუზიური, პლურალისტული დემოკრატია ამ ისტორიულ კონსტიტუციაში არის დამკვიდრებული. როდესაც ამ დღეს საზეიმოდ ერთად აღვნიშვნავთ, ვიხსენებთ ჩვენს ღრმა პარტნიორობას და კიდევ ერთხელ ვადასტურებთ ევროკავშირის მზადყოფნას, მხარი დაუჭიროს საქართველოს სვლას ძლიერი დემოკრატიისკენ“ – ნათქვამია განცხადებაში.

Facebook Comments

ავტორის შესახებ

Info Postalioni

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,443,847 ნახვა
%d bloggers like this: