პოსტები სოციალური ქსელიდან

საინტერესოა, რა ეგიდით ჩამოვიდა ლიეტუველი დეპუტატი საქართველოში, ვინ დაპატიჟა ის და ვინ სთხოვა ეთამაშა შუამავლის როლი

Nusagi

,,ლიეტუვა ნამდვილად მეგობარი ქვეყანაა. ლიეტუვას შესტკივა გული საქართველოზე, მაგრამ….როდესაც შენ საუბრობ საქართველოს ევრო ინტეგრაციაზე და ამ დროს საქართველოს ექცევი როგორც მესამეხარისხოვან ქვეყანას და თან ისე როგორც არ ეკადრება ამ ევროკავშირის მეგობარ ქვეყანას,-ასე ეხმაურება ექიმი ზაზა წერეთელი ლიეტუვის პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ჟიგიმანტას პავილიონისის ვიზიტს საქართველოში.

„წავიკითხე პატივსაცემი ქართველი დიპლომატების აღატაცება ლიეტუველი სტუმრის სიტყვებით…გეთანხმებით, კარგი სიტყვებია, მაგრამ მინდა ამ დიპლომატებს შევახსენო, რომ …. ეს კარგი იქნებოდა, თუკი ასე ლიეტუვაში ყოფნის დროს იტყოდა. ეს პიროვნება აქ ჩამოსულია, როგორც დეპუტატი და არა როგორც ტურისტი. შესაბამისად:

ა) მაინტერესებს რა ეგიდით ჩამოვიდა საქართველოში

ბ) ვინ დაპატიჟა ის და ვინ სთხოვა ეთამაშა შუამავლის როლი

გ) იცოდა თუ არა ამ ვიზიტის შესახებ საქართველოს საელჩომ ლიეტუვაში და საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ

დ) თუ სახელმწიფო არ იყო საქმის კურსში, მაშინ როგორ მართავს ის ამ შეხვედრებს?

როცა ის ოფიციალური პირია და არა უბრალო მოქალაქე ლიეტუვიდან…მათ კი ვისაც მისი ჩამოსვლა მოეწონათ, შევახსენებ, რომ ევროკავშირში ასეთი რაღაცეები ასე არ ხდება…მითუმეტეს თავმოყვარე ქვეყანაში…როცა ასეთ ვიზიტებს გიბედავენ დაუპატიჟებლად, ეს ნიშნავს რომ ბოდიშით მაგრამ არ ხართ ევროკავშირისთვის მზად…საბჭოთა კავშირის რესპუბლიკის როლი კი გარანტირებული გაქვთ!”-წერს ფეისბუქის საკუთარ გვერდზე ზაზა წერეთელი.

Facebook Comments

ავტორის შესახებ

Info Postalioni

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,460,437 ნახვა
%d bloggers like this: