პოლიტიკა

მზად ვართ, 25 თებერვალს დაანონსებული აქცია გადავდოთ

Nusagi

ოპოზიციამ 25 თებერვალს დაანონსებული აქცია გადადო.

როგორც “ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერმა ხატია დეკანოიძემ ბრიფინგზე განაცხადა, შექმნილი პოლიტიკური კრიზისი ხელისუფლებამ და ოპოზიციამ დიალოგის გზით უნდა გადაჭრას.

„ეს პოლიტიკური კრიზისი არ დაწყებულა მხოლოდ დღეს, არამედ დაიწყო 20 ივნისიდან, სწორედ ამის გამო დევნიან პოლიტიკურად „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარეს. მთლიანი ოპოზიციური სპექტრი და საერთაშორისო პარტნიორებიც საუბრობენ იმაზე, რომ ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნის მომავლისთვის ყველა მხარე იქცეოდეს უაღრესად დიდი პასუხისმგებლობით და ჩვენი ქვეყნის ევროატლანტიკური მომავლისთვის ყველა მხარე უნდა მიუჯდეს მოლაპარაკებების მაგიდას. ჩვენ ეს დაავანონსეთ და ვთქვით, რომ სრულიად ოპოზიციურ სპექტრს, პარტიებს, რომლებიც მივიჩნევთ, რომ ამ ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი უნდა განიმუხტოს, ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად ერთადერთ გამოსავლად გვესახება მოლაპარაკებები. შესაბამისად, ჩვენ შევთავაზეთ ხელისუფლებას, კვლავ მოსულიყო მოლაპარაკებების მაგიდასთან ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად და ჯერ დაეწყო 8 მარტის შეთანხმების შესრულება, შემდეგ შეწყვიტა ყველა პოლიტიკურად მოტივირებული საქმეები და პოლიტიკური ლიდერების დევნა. ახალი რიგგარეშე არჩევნები ყველაზე მნიშვნელოვანი გზაა პოლიტიკური კრიზისიდან გამოსასვლელად“, – განაცხადა დეკანოიძემ.

მან მადლობა გადაუხადა საქართველოს სტრატეგიულ პარტნიორებს პოლიტიკური კრიზისის გადასაჭრელად გაწეული ძალისხმევისთვის.

„ჩვენ 25 თებერვალს დაანონსებული გვქონდა ოკუპაციის 100 წლის თავის აქცია, რომელშიც რა თქმა უნდა, მონაწილეობას მიიღებს და უნდა მიეღო ნიკა მელიას, რომელსაც დევნიან იმის გამო, რომ გავრილოვი ჩამოიყვანა ხელისუფლებამ და წამოასკუპა საქართველოს დამოუკიდებლობის სიმბოლოში, მაგრამ, იმისთვის, რომ ჩვენ, როგორც უაღრესად პასუხისმგებლობით სავსე პოლიტიკურმა სპექტრმა, ვიზრუნოთ ამ ქვეყნის პოლიტიკური მომავლის გადასარჩენად, ჩვენ მზად ვართ, მოლაპარაკებების შეთანხმების პარალელურად, კვლავ მივცეთ ვადა, კომპრომისის სივრცე ხელისუფლებას და გადავდოთ დაანონსებული აქცია იმისთვის, რომ დასხდნენ მოლაპარაკებების მაგიდასთან. იმისთვის, რომ შეასრულონ მათ შორის ჩვენი პარტნიორების მოთხოვნები, როგორიც იყო კონგრესიდან, სენატიდან და ყველა იმ საერთაშორისო აქტორიდან, რომელიც ფიქრობს, რომ საქართველოში უმძიმესი პოლიტიკური კრიზისია”, -განაცხადა დეკანოიძემ.

Facebook Comments

ავტორის შესახებ

Info Postalioni

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,443,818 ნახვა
%d bloggers like this: