უცხოური მედია

აშშ-ში დააკავეს ცნობილი რუსულენოვანი საიმიგრაციო ადვოკატები

Nusagi

აშშ-ს იუსტიციის დეპარტამნეტმა ცხრა რუსულენოვანი საიმიგრაციო ადვოკატის საბრალდებო დასკვნა გამოაქვეყნა. ადვოკატების ჯგუფს ბრალი ედება თაღლითური სქემის ორგანიზებაში. ადვოკატები აშშ-ში საცხოვრებლად დარჩენის მსურველებს ეხმარებოდნენ საბუთების მომზადებაში პოლიტიკური თავშესაფრისთვის, ასევე კონსულტაციას უწევდნენ და ასწავლიდნენ, როგორ უნდა ეცრუათ საიმიგრაციო პროხედურის დროს, გასაუბრებაზე. 

საქმე ეხება საიმიგრაციო ადვოკატებს: ილონა მოშას, არტურ არკადიანს, იგორ რეზნიკს, ულადიმირ დანსკის, იულია გრინბერგს, ალექსეი კმიტს, თემურ შჩერბინს და კატერინა ლისიუჩენკოს. მათ ბრალი ედებათ აშშ-ს სახელმწიფოს მოტყუებასა და შეთქმულებაში, რომლის მიზანი იყო აშშ-ში ემიგრანტებისთვის ლეგალური საბუთების უკანონო გზით მოპოვება. ყველა მათგანი დაკავებულია, ლისიუჩენკომ ქვეყნიდან გაქცევა მოახერხა, თუმცა იტალიაში მალევე დააკავეს და უკვე ექსტრადირებულია აშშ-ში.

დაკავებულები საიმიგრაციო კომპანიების საშუალებით თავიანთ კლიენტებს უმზადებდნენ ყალბ საბუთებს, თითქოს ისინი საკუთარ ქვეყნებში იდევნებოდნენ განსხვავებული სექსუალური ორიენტაციის, ან პოლიტიკური შეხედულებების გამო. ამ მიზნით, მათ ურჩევდნენ, სოციალურ ქსელებში შეექმნათ ბლოგები, ან უბრალოდ, თავიანთ ფეისბუქგვერდებზე დაეწერათ მათი ქვეყნის ხელისუფლებისადმი მწვავე, კრიტიკული სტატუსები, რის შემდეგაც იტყოდნენ, რომ ამ მიზეზით ისინი სამშობლოში დევნის ობიექტებად იქცნენ და თავშესაფარი სჭირდებათ. კლიენტებიდან ბევრი, საიმიგრაციო კომისიაზე ადვოკატების რჩევით, აცხადებდა, რომ იყო გეი, რაც რეალურად სიმართლეს არ შეესაბამებოდა.

გამოძიების თანახმად, ხშირ შემთხვევაში, პოლიტიკური თავშესაფრის მსურველებს არ ყოფნიდათ ჟურნალისტური ცოდნა ბლოგების წარმართვისთვის, ასევე ვერ იგონებდნენ ყალბ ისტორიებს მათი დევნის შესახებ. ამისთვის, ადვოკატებს დაქირავებული ყავდათ უკრაინელი მწერალი, რომელიც კლიენტებისთვის სხვადასხვა ცრუ ისტორიებს თხზავდა. 

ადვოკატებს 5 წლით თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ, მათ ყველა კლიენტს კი, საქმის ხანდაზმულობის მიუხედავად, იმიგრაციული საქმეების გადახედვა. 

Facebook Comments

ავტორის შესახებ

Info Postalioni

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,458,029 ნახვა
%d bloggers like this: