ჯანდაცვა

თამარ გაბუნია: შესაძლოა Pfizer-ზე ადრე ქვეყანაში AstraZeneca შემოვიდეს

Nusagi

შესაძლოა Pfizer-ზე ადრე ქვეყანაში შემოვიდეს AstraZeneca, – ამის შესახებ თამარ გაბუნიამ განაცხადა. ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის თქმით, პრეპარატის ცვლილება ვაქცინაციის გეგმის შეცვლას არ გამოიწვევს და პირველები კვლავ მედმუშაკები აიცრებიან.

„პირველი ჯგუფი აცრისთვის იქნება ისევ და ისევ ჯანდაცვის პროფესიონალები და აიცრებიან იმ ვაქცინით, რომელიც ქვეყანაში შემოვა უფრო ადრე. ჩვენ ვაქცინაციის პროცესს დავიწყებთ ჯანდაცვის პროფესიონალების აცრით. ტექნიკურად აბსოლუტურად არ იქნება არანაირი პრობლემა იმასთან დაკავშირებით, რომ ვაქცინები შევინახოთ ან მაღალი ულტრაცივი ჯაჭვის რეჟიმში, ან სტანდარტული ცივი ჯაჭვის რეჟიმში, როგორიც AstraZeneca-ს ვაქცინას სჭირდება – 2-დან 8 გრადუსამდე ტემპერატურული რეჟიმი“, – განაცხადა გაბუნიამ.

Facebook Comments Box

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,589,766 ნახვა
%d bloggers like this: