მამუკა მდინარაძე მიიჩნევს, რომ მედიის ნაწილი მცდარი სტანდარტის დამკვიდრებას ცდილობს, როდესაც სიმართლე ოპოზიციაზე თავდასხმად და მუქარად აღიქმება. ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ჟურნალისტების კითხვაზე პასუხისას განაცხადა, რომელიც პრემიერ-მინისტრობის კანდიდატის მიერ ოპოზიციის მიმართ ხისტ განცხადებებს ეხებოდა.
„თუკი ირაკლი ღარიბაშვილი იტყვის სიმართლეს და მაგალითად, მელიას დაარქმევს კრიმინალს და ამ დროს ვიცით, რომ მელია სასამართლოს განაჩენის მიხედვით „ქართუ ბანკის“ საქმეზე არის დამნაშავე, როგორც კი ამ დამნაშავეს დამნაშავეს დაუძახებ, ეს არის მუქარა თქვენი აღქმით და ეს არ არის მართალი“, – განაცხადა მდინარაძემ.
Facebook Comments