პოლიტიკა

საპარლამენტო ოპოზიცია განახლებული მთავრობისთვის ნდობის გამოცხადებაზე კვლავ უარს ამბობს

Nusagi

საკანონმდებლო ორგანოში ირაკლი ღარიბაშვილისა და მისი მინისტრთა კაბინეტისთვის ნდობის გამოცხადების საკითხზე კენჭისყრამდე რამდენიმე საათი რჩება. პარტიები „მოქალაქეები“ და „ევროპელი სოციალისტები“ კვლავ აცხადებენ, რომ განახლებული მთავრობისთვის ნდობის გამოცხადებას არ აპირებენ.

„ამ მთავრობას მხარს პირველ რიგში, ღარიბაშვილის კანდიდატურის გამო არ დავუჭერთ. დღეს, ამ ვითარებაში, როდესაც ქვეყანა ორ ბანაკადაა გაყოფილი და ამ დაპირისპირებულ ბანაკებს შორის, ეს ქვეყანა იგლიჯება, „ქართულ ოცნებას“ უნდა წარმოედგინა ისეთი კანდიდატი და პოლიტიკოსი, რომელიც შეძლებდა კომპრომისებზე წასვლას. რიტორიკა, რომელსაც ახლა, „ნაციონალურ მოძრაობასთან“ დაკავშირებით, ბატონი ღარიბაშვილისგან ვისმენთ, არის სახიფათო“, – აცხადებს „მოქალაქეების“ ლიდერი ალეკო ელისაშვილი.

„ევროპელი სოციალისტები“ აცხადებენ, რომ რომ არა გუნდური მხარდაჭერა, არაა გამორიცხული, რომ მინისტრობის რამდენიმე კანდიდატისთვის მხარი დაეჭირათ, რადგან რამდენიმე კანდიდატმა, საკომიტეტო განხილვებზე, კითხვებს სრულად და ამომწურავად უპასუხა.

„როდესაც ხელისუფლება არა სიტყვებით, არამედ ფაქტებით დაადასტურებს, რომ მხარადასაჭერია, დადგება მომენტი და მხარდაჭერას გამოვუცხადებთ. მხოლოდ დაპირების გამო, მხარის დაჭერა სწორი არ იქნება. იმედი მაქვს, რომ ისინი გაამართლებენ ქართველი ხალხის ნდობას და ამის შემდეგ – კი, ბატონო“, – ამბობს ევროპელი სოციალისტების“ წევრი დავით ზილფიმიანი.

Facebook Comments

ავტორის შესახებ

Info Postalioni

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,466,157 ნახვა
%d bloggers like this: