პოლიტიკა

„არ გადაიხადა, დაიჭირეს“ – ირაკლი კობახიძის განცხადება ნიკა მელიას დაკავებაზე

Nusagi

„არ გადაიხადა, დაიჭირეს, უფრო სწორად, თვითონ დაიჭირა საკუთარი თავი,“ – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ სამთავრობო ბრიფინგზე განაცხადა.

„ეს არის სამართლებრივი სახელმწიფო, რომელიც პატივს სცემს კანონისა და სამართლის უზენაესობას.

მიუხედავად იმისა, რომ ნიკა მელია გამოირჩეოდა განსაკუთრებული საზოგადოებრივი საშიშროებით, ნებისმიერი ადამიანის პატიმრობა არის მტკივნეული.

თუმცა ნიკა მელიასთან დაკავშირებით შეგახსენებთ შემდეგს:

ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდში პოლიტიკური მოტივით 2012 წელს ის აკოტრებდა კერძო ბანკს,

2019 წელს ის ორგანიზებას უწევდა საქართველოს პარლამენტში შეჭრას და პოლიციელებზე ძალადობას,

2020 წელს ორგანიზებას უწევდა ცესკოს შენობაში შეჭრას და პოლიციელებზე ძალადობას,

იყო პარლამენტის საბოტაჟის ერთ-ერთი ინიციატორი,

სახელმწიფოს ემუქრებოდა ძალადობრივი რევოლუციით,

დემონსტრაციულად გადააგდო ელექტრონული სამაჯური, რითაც შეურაცხყოფა მიაყენა სახელმწიფოს,

არ გადაიხარა გირაო 2 თვის განმავლობაში,

მხოლოდ ამის შემდეგ, დაუფასდა ყველა ეს ქმედება და დაინიშნა ენმ-ის ფორმალურ თავმჯდომარედ.

არ გადაიხადა, დაიჭირეს, უფრო სწორად, თვითონ დაიჭირა საკუთარი თავი,“ – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მისი თქმით, დღეს ქვეყანამ დაამტკიცა, რომ არის სახელმწიფო.

„სახელმწიფომ დღეს დაამტკიცა, რომ ეს არის სახელმწიფო.

მადლობას ვუხდი შსს-ს, ამ ოპერაციის წარმატებით შესრულებისთვის,“ – განაცხადა კობახიძემ.

Facebook Comments

ავტორის შესახებ

Info Postalioni

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,433,206 ნახვა
%d bloggers like this: