პარტია „კანონი და სამართლის“ ლიდერი თაკო ჩარკვიანი აცხადებს, რომ საქართველოს გადასარჩენად საჭიროა „ჯანყი“. ამის შესახებ მან ტვ-პირველის ეთერში სტუმრობისას განაცხადა.
ჩარკვიანს მიაჩნია, რომ თუ რევოლუცია არ მოხდება, ხელისუფლება საქართველოს რუსეთს გადააბარებს.
„ერთადერთი, რისიც ეშიანიათ ამ სამშობლოს გამყიდველებს და გადამბარებლებს, ეს არის ხალხის ტალღა. რევოლუცია არ მოხდება- ქვეყანას გადააბარებენ ეს ნაძირლები. მე ამ სტუდიაში მითქვამს, მეტი ჩემი ბოდიალი ამ ტელევიზიებში აღარ შემიძლია, ეს არანორმალურობაა. მე გეუბნებით, ჯანყი საქართველოს გადასარჩენად! სახელმწიფოებრიობას ემუქრება დიდი საშიშროება“,-განაცხადა მან.
Facebook Comments