საგარეო პოლიტიკა

„ახალი არჩევნები იქნებოდა გზა ეჭვები რომ გაქარწყლებულიყო“ – მეთიუ ბრაიზა

Nusagi

აშშ-ს სახელმწიფო მდივნის ყოფილმა მოადგილემ მეთიუ ბრაიზამ „TV პირველის“ ეთერში ვრცლად ისაუბრა საქართველოში მიმდინარე მოვლენების შესახებ.

მან განაცხადა, რომ ხელახალი არჩევნები შეიძლებოდა ყოფილიყო იმის წინაპირობა, რომ ყველა ეჭვი გაქარწყლებულიყო და შესაძლოა ეს ყოფილიყო გამოსავალი ამ ვითარებიდან. 

„ვფიქრობ, რომ ამ ეტაპზე ამერიკის საელჩოს განცხადება გაცილებით უფრო ნეგატიური იყო საქართველოს მთავრობის მიმართ.

ნათელია, ამერიკის მთავრობა აცხადებს, საქართველოს დემოკრატია დაზიანდა, იმ თვალსაზრისით, რომ შეიძლება ნატოში საქართველოს გაწევრიანების საკითხს ეხებოდეს.

მაგრამ იქნება თუ არა სანქციები ან რაიმე უფრო მკაცრი ნაბიჯები ამერიკიდან ან ევროპიდან სიტუაცია ჯერ კიდევ ვითარდება“- განაცხადა მეთიუ ბრაიზამ.

მან ასევე აღნიშნა რომ ამჟამად აშშ-ს დამოკიდებულება განსხვავებულია და საელჩოს განცხადება საქართველოსთვის უბრალოდ გაფრთხილება იყო.

„ჩემი ცოდნიდან გამომდინარე, გუშინ აშშ-ს საელჩო სიფრთხილეს იჩენდა და ეუბნებოდა ოპოზიციას რომ შედით პარლამენტში მიუხედავად იმისა, რომ არ მოგწონთ მთავრობის საქციელი არჩევნების დროს იმიტომ რომ ქვეყნის წინსვლის გზა არის ქვეყნის მართვა პარლამენტიდან, მაგრამ ახლა აშშ-ს საელჩოს ტონი განსხვავდება.

ვაშინგონის ყურადღება მიიქცია გაერთიანებული ოპოზიციამ მშვიდობიანად და პასუხისმგებლიანად გააგრძელა მოქმედება უფრო და უფრო მეტი მხარდაჭერა ექნება აშშ-ს მხრიდან.

ამ ეტაპზე საელჩოს განცხადება გახლავთ უბრალოდ გაფრთხილება თუ შემდგომში არაფერი მოხდება, თუ არ იქნება ძალადობრივი პროტესტი და ძალადობრივი პასუხები, თუ ამის ნაცვლად მოსახლეობა გაიაზრებს თუ რამდენად რთული და საშიში მომენტია საქართველოს დემოკრატიისთვის, მაშინ ამას არ ექნება ნეგატიური ზეგავლენა საქართველოს ტრანსატლანტიკურ მისწრაფებებზე.

თუ ძალადობრივი დაპირისპირება მოხდა და გაგრძელდა ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის უთანხმოება ეს გაცილებით გაართულებს ნატოში გაწევრიანებას, იმიტომ რომ ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კრიტერიუმი გახლავთ დემოკრატიული სახელმწიფო წყობა და დემოკრატიული სისტემა“- აღნიშნა აშშ-ს ყოფილმა მდივანმა.

მეთიუ ბრაიზას თქმით ნებისმიერ დროს, როდესაც შესუსტება ხდება დემოკრატიის და არის მაღალი დონის დაძაბულობა მთავრობასა და ოპოზიციას შორის ერთადერთი გამარჯვებული არის რუსეთი.

მაგრამ თუ ოპოზიცია შეინარჩუნებს თვითკონტროლს, იქნება გერთიანებული, ძლიერი და მთავრობაზე ზეწოლას განახორციელებს ამერიკის მხარდაჭერა ექნება ევროპასთან ერთად და შედეგი იქნება პოზიტიური.

„არ ვფიქრობ რომ საქართველო უნდა ელოდოს, რომ აშშ იქნება მედიატორი ეს არ არის 2007-2008 წელი როცა მსგავსი რამ ხდებოდა, ბაიდენის ადმინისტრაცია აბსოლუტურად ახალია ჯერ პოლიტიკა არ აქვს შემუშავებული და ელოდება რომ თავად წარმართავთ მიმდინარე მოვლენებს.

ახალი არჩევნები იქნებოდა გზა ეჭვები რომ გაქარწყლებულიყო. ერთადერთი გამარჯვებული ამ კონფლიქტით არის რუსეთი.

საქართველო არ უნდა ელოდებოდეს, რომ გარედან ვიღაც გადაწყვეტს რა უნდა იყოს შემდეგი ნაბიჯი. ოპოზიცია უნდა იყოს გაერთიანებული და ნათელი ხედვა უნდა ჰქონდეს მათ, ასევე უნდა მოითხოვონ რიგგარეშე არჩევნები და ზეწოლა მოახდინოს მთავრობაზე.

ეს არასწორი სიგნალია ვაშინგტონისა და ბრიუსელისადმი. დაპირისპირება და ძალადობა არის წაგების გზა. ეს მხოლოდ საფრთხის ქვეშ დააყენებს საქართველოს ნატოსადმი მისწრაფებებს, ეს გაანადგურებს ქვეყნის რეპუტაციას“- განაცხადა აშშ-ს სახელმწიფო მდივნის ყოფილმა მოადგილემ მეთიუ ბრაიზამ.

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,554,474 ნახვა
%d bloggers like this: