სპორტი

იოსებ ტყემალაძე – უნდა ვიმუშაოთ უმაღლესი მიზნისთვის, დაიწეროს სტრატეგიული გეგმა, რომელშიც მთელი სარაგბო სამყარო ჩაერთვება და ყველას რესურსს გამოვიყენებთ. საჭიროების შემთხვევაში დავიხმართ უცხოელ სპეციალისტებსაც

Nusagi

2021 წლის 19 თებერვალს საქართველოს რაგბის კავშირის საპრეზიდენტო კანდიდატად იოსებ ტყემალაძე დარეგისტრირდა, რომელიც 24-მა ნამდვილმა წევრმა წარადგინა. საქართველოს რაგბის კავშირის საპრეზიდენტო არჩევნები ორგანიზაციის ნამდვილ წევრთა მორიგ საერთო კრებაზე, 24 თებერვალს გაიმართება.

საქართველოს პირველი არხი რაგბის კავშირის პრეზიდენტობის კანდიდატს მიმდინარე პროცესებში ჩართვის მიზეზებზე, მის რაგბისთან კავშირზე, არსებული პრობლემების გადაჭრის გზებზე, სამომავლო მიზნებსა და განვითარების გეგმაზე გაესაუბრა.

რამდგომარეობაა დღეს ქართულ რაგბიში და თქვენ რატომ გადაწყვიტეთ, რომ ამ პროცესებში ჩაერთოთ?

– რაგბიმ დაიწყო ძალიან სწრაფად განვითარება და საოცარი შედეგების მოტანა, რასაც დაფინანსების ზრდაც მოჰყვა. ამ ეტაპზე საჭირო იყო შესაბამისი დონის მენეჯმენტი, რისი უზრუნველყოფაც ამა თუ იმ მიზეზების გამო ვერ მოხერხდა.

წლებია, ქართულ რაგბის თვალყურს ვადევნებ, ისევე, როგორც ყველა გულშემატკივარი. სიახლოვე მეტი მაქვს, თუმცა ამაზე მოგვიანებით ვისაუბრებ. ბოლო პერიოდში გამწვავებულ ფონზე გვაქვს დრამატული სურათი. ყოველდღე ვუყურებთ ტელევიზორში, თუ როგორ ზიანდება რაგბის რეპუტაცია, როგორ ჩნდება ესა თუ ის ბრალდება, არაერთი კითხვა და გარკვეული კრიზისი არსებობს. ბოლო დღეებში ჩატარებული შეხვედრებისას მივხვდი, რომ ეს კრიზისი უფრო ხმაურიანად ჩანს, ვიდრე რეალურადაა. ვგულისხმობ იმას, რომ იქ არიან გულანთებული ბიჭები, რომლებსაც გულწრფელი პროტესტი აქვთ იმის გამო, რაც წლების განმავლობაში ხდებოდა. ესეც განვითარების ერთ-ერთი ეტაპია და ამაში ტრაგედიას ვერ ვხედავ. რა თქმა უნდა, ის, რაც ისმის, უკიდურესად არასასიამოვნოა და კარგად შესწავლა სჭირდება, მაგრამ სწორედ სუსტი მენეჯმენტის დამსახურებაა, რომ პროტესტი გამწვავდა. დაგვიანდა რეაქციები, რასაც პანდემიამაც ხელი შეუწყო. გაიყო ხედვები და სხვადასხვა ჯგუფს განსხვავებული მიდგომები გაუჩნდათ, მაგრამ როდესაც ვსაუბრობ, რომ ეს არ არის ღრმა კრიზისი, ვგულისხმობ იმას, რომ ყველას უნდა არსებული რეალობის ცვლილება, მოწესრიგება. ერთიანი ხედვაა, რომ უნდა განვითარდეს რაგბი, თუმცა ვიმეორებ – ემოციები ჭარბობს, რაც ასევე გასაგებია.

ამბობთ, რომ ხედავთ გაერთიანების პოტენციალსროგორ აპირებთ ერთი შეხედვით რადიკალურად დაპირისპირებული მხარეების გაერთიანებას და მათი ენერგიის ქართული რაგბის პროგრესისკენ მიმართვას?

– დავიწყოთ იმით, რომ ჩემი ინტერესი გარდა ამ ეროვნული პროცესის წინსვლისა, არ არსებობს და შეუძლებელია, არსებობდეს. ვთვლი, რომ ის ენერგია, რომელიც ერთმანეთში ჭიდილს ხმარდება, აკლდება განვითარებას. გვჭირდება ამ ენერგიის გაერთიანება. ცოტა დრო მქონდა, რადგან თავად მიჭირდა ამ გადაწყვეტილების მიღება, რომ ჩავბმულიყავი საპრეზიდენტო ბრძოლაში. ამას ჰქონდა თავისი მიზეზები – მათ შორის ის, რომ საჯარო რეესტრის პოზიცია უნდა გარკვეულიყო, ლეგიტიმურობა ჩატარებული არჩევნების და ა.შ. რაც მოვასწარი, თითქმის უმეტეს ნაწილს შევხვდი. დასავლეთის გუნდებს, თბილისში, აღმოსავლეთში და ა.შ. და ყველას ვაჩვენებ ერთ სურათს – მე ღიად ვამბობ, რომ სამივე კანდიდატთან ბოლო ორი წლის განმავლობაში მქონდა კონტაქტი. ყველაზე უკეთ ირაკლი აბუსერიძეს ვიცნობ და ეს ღრმა ბავშვობიდან მოდის, ისევე, როგორც გოჩა სვანიძესთან არაერთი წელია, მაქვს ურთიერთობა და ვცდილობდი, მისი პრეზიდენტობის პერიოდში მაქსიმალურად დავხმარებოდი. ვიცნობ ბაჩო ხურციძესაც, რომელიც დღე და ღამე შრომობდა რაგბის საკეთილდღეოდ. გადავწყვიტე რაგბის სამყაროსთვის ჩემი თავის შეთავაზება, როგორც ნეიტრალური ადამიანის. მთელი ცხოვრება ვაკეთებდი ბიზნესს და მის მენეჯმენტს.

პრესაში უკვე დასახელდა კიდეც პროექტები, რომლებშიც ამ სფეროში ვმოღვაწეობ. ამის გარდა, კიდევ უამრავ რამეში ვარ ჩართული, დიდი გამოცდილება მაქვს მენეჯმენტის კუთხით და მხარეებს საკუთარი კანდიდატურა აბსოლუტურად უსასყიდლოდ შევთავაზე. ვგულისხმობ იმას, რომ ჩემი ინტერესი მხოლოდ ეროვნული პროცესის წინსვლაა. მეც გადავდე საკუთარი თავი, როგორც ყველა მოქალაქემ უნდა გადადოს და იშრომოს. ჩემთვის არ არის ადვილი ოთხი წლის განმავლობაში ეს ტვირთი ვატარო. ერთი დღე არ მივდიოდი ამ გადაწყვეტილებამდე და ყველანაირად ვეცადე, რომ მხარეების ერთობას ჯანსაღი სახე მიეღო. სამწუხაროდ, არ გამოვიდა, ჭარბობს ემოციები, ყველა მხარეს გაუჭირდა ნდობის მოპოვება და ამან გადამაწყვეტინა არჩევნებში ჩართვა. კიდევ ერთი ფაქტორია რაგბის დიდი სიყვარული, იმ

Facebook Comments

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,433,206 ნახვა
%d bloggers like this: