Uncategorized

მაკა ჩიჩუა: ნიკა მელიასთან კი არა საქართველოს დასაცავად მოვედი

Nusagi

საქართველოს ყოფილი პირველი ლედი პარლამენტის წინ გამართულ საპროტესტო აქციაზე მივიდა.

“ნიკა მელიასთან კი არა საქართველოს დასაცავად მოვედი. ნიკა მელია კი საქართველოს ნაწილია, მოქალაქეა და მებრძოლი ადამიანია, რომელმაც გადაწყვიტა, რომ წინა რიგებში იბრძოლოს. საქართველოს სახელით შემიძლია ვილაპარაკო, როგორც ერთი მოქალაქე, რომ საგანგაშოა მდგომარეობა. ჩემი აზრით, ძალიან უკან ვიწევთ, იმის მაგივრად, რომ მოლაპარაკებების მაგიდასთან დავმსხდარიყავით და ჩვენი ქვეყნის ბედი ცივილურად გაგვერჩია, ცივილურად გამოგვეტანა სამსჯავროზე და შევთანხმებულიყავით, მივსულიყავით იმ რაღაც წერტილამდე. ასეთი ძალმომრეობით, სიუხეშით სად მივდივართ, მე არ ვიცი. 30 წელია, სად დავდივართ? დღეს არის კულმინაცია. ყველა უნდა გამოვიდეს, ვისაც უნდა თავისი შვილების მომავალი ცოტა მეტად უკეთესი იყოს და ცოტათი მეტად განვვითარდეთ, მივუახლოვდეთ იმ ცივილურ სამყაროს, საითკენაც ვისწრაფვით. მე ყოველთვის იქ ვდგავარ, სადაც ჩემი ხალხი დგას” , – განაცხადა მან.

Facebook Comments

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,433,149 ნახვა
%d bloggers like this: