Uncategorized

მიხეილ სააკაშვილი: არანაირი იარაღი “ნაციონალური მოძრაობის” ოფისში არ არსებობს

Nusagi

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი მხარს უჭერს ინიციატივას, რომ “ნაციონალური მოძრაობის” ოფისში მოიწვიონ უცხოური საელჩოების დიპლომატები და ასევე ჟურნალისტები, რომ ყველა დარწმუნდეს, არანაირი იარაღი ნაციონალური მოძრაობის ოფისში არ არსებობს.

“მე მქონდა კონსულტაცია ჩვენს ოფისში გამაგრებულ ჩემს მეგობრებთან თბილისში და მხარს ვუჭერ მათ ინიციატივას, რომ მოიწვიონ ოფისში უცხოური საელჩოების დიპლომატები და ასევე ჟურნალისტები, რომ ყველა დარწმუნდეს, არანაირი
იარაღი ნაციონალური მოძრაობის ოფისში არ არსებობს და არავინ არ ემზადება რაიმე სახის პროვოკაციებისთვის. მხოლოდ შიშველი ხელებით იცავენ თავიანთი პარტიის თავჯდომარეს და საკუთარ ოფისს და რომ ყველანაირი შემდგომი სპეკულაცია ამ
თემაზე უნდა იყოს წინასწარვე გამორიცხული.
რათა ასევე მოვუსპოთ შესაძლებლობა უზურპატორ და პროვოკატორ მთავრობას – პროვოკაციის მოწყობის, ჩადებული იარაღის ან რამე სხვა საბრძოლო მასალის გამოყენების” -წერს მიხეილ სააკაშვილი Facebook- ში.

Facebook Comments

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,441,721 ნახვა
%d bloggers like this: