პოლიტიკა

მოლაპარაკებებზე, რომელზეც გვეპატიჟებოდნენ, ერთი ამოცანა იყო – თქვენ უნდა წახვიდეთ, სააკაშვილმა უნდა მართოს ქვეყანა და მასთან ერთად საცივში თავჩაყოფილმა ხალხმა

Nusagi

მოლაპარაკებებზე, რომელზეც მაგიდასთან გვეპატიჟებოდნენ, იყო ერთი მთავარი ამოცანა – თქვენ უნდა წახვიდეთ და სააკაშვილმა უნდა მართოს ქვეყანა და მასთან ერთად საცივში თავჩაყოფილმა ხალხმა, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ ჟურნალისტებს განუცხადა.

როგორც ვოლსკიმ აღნიშნა, წინადადება, რაც ხელისუფლებამ ოპონენტებისგან მიიღო, იყო ჰაერში გამოკიდებული, რაღაც დესტრუქციულ გეგმაზე დაქვემდებარებული წინადადებების წყობა და სხვა არაფერი.

„ რამდენად უფრო სამართლიანი და რამდენად უფრო დახვეწილია შემოთავაზება, რომელსაც აკეთებს „ქართული ოცნება“ – ჩაიბარეთ, უხელმძღვანელეთ საპარლამენტო საგამოძიებო კომისიას უშველებელი ვალდებულებებით და ამავე დროს უშველებელი უფლება-მოვალეობებით; ამის საფუძველზე გააკეთეთ დასკვნა, როგორი არჩევნები ჩავატაროთ – რიგგარეშე არჩევნები, განმეორებითი არჩევნები, ან იქნებ დავტოვოთ ის შედეგები, რომელსაც 2 მილიონზე მეტმა ადამიანმა დაუჭირა მხარი?! დანარჩენი შემოთავაზება, რაც ჩვენ ოპონენტებისგან მივიღეთ იყო ჰაერში გამოკიდებული, რაღაც დესტრუქციულ გეგმაზე დაქვემდებარებული წინადადებების წყობა და სხვა არაფერი“, – განაცხადა ვოლსკიმ.

„ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერის დაკავება განაპირობებს თუ არა დეესკალაციას და კრიზისის მოგვარებისკენ ნაბიჯების გადადგმას, ვოლსკი ამბობს, რომ „არაფერი სიკეთე იმისგან, რომ ნიკა მელია ასე ზვარაკად შესაწირად მიიყვანა „ნაცმოძრაობამ“ ამ ვითარებამდე, ამაში არ არსებობს“.

„მაგრამ გაცილებით უფრო მძიმე შედეგია ის, რომ ადამიანი პირდაპირ გამოწვევას უკეთებს სახელმწიფოს, აკეთებს პროვოკაციულ განცხადებებს, რომ ამას ყველაფერს „ჯახი“ მოჰყვეს. ღმერთმა დაგვიფარა, რომ ამ „ჯახს“, ამ დაკავების ოპერაციას არ მოჰყვა ვინმეს დაშავება. ეს ამოცანა იყო მთავარი. მეორე მხრივ, რომ შევხედოთ, პროცესების გაცილებით მძიმე განვითარება იყო დაგეგმილი, რომელიც არ გულისხმობს არანაირ მოლაპარაკებას“, – განაცხადა ვოლსკიმ.

Facebook Comments

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,456,408 ნახვა
%d bloggers like this: