სამართალი

შსს „ნაცმოძრაობის” ოფისსა და მიმდებარე ტერიტორიაზე გადაღებულ ვიდეოკადრებს ასაჯაროვებს

Nusagi

შინაგან საქმეთა სამინისტრო კახეთის გზატკეცილზე მდებარე “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ოფისში და მის მიმდებარე ტერიტორიაზე გადაღებულ ვიდეოკადრებს ასაჯაროვებს.

როგორც უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, ვიდეოკადრებში ჩანს, თუ როგორ მიმართავს პოლიცია ნიკა მელიას, ასევე, იქ შეკრებილ მოქალაქეებს და „აძლევს გონივრულ ვადას, დაემორჩილონ სამართალდამცველების მოთხოვნებს“.

„სამინისტროს მიერ ადგილზე გაკეთებული არაერთი გაფრთხილების მიუხედავად, პარტიის ოფისში და მიმდებარე ტერიტორიაზე შეკრებილები არ დაემორჩილნენ პოლიციელთა კანონიერ მოთხოვნას და სამართალდამცველებს ფიზიკური წინააღმდეგობა გაუწიეს.

საპოლიციო ღონისძიების მსვლელობისას, სამართალდამცველებმა შეკრებილებს შენობიდან გასვლის შესაძლებლობა მისცეს და ამ მიზნით უსაფრთხო დერეფანი უზრუნველყვეს. შეკრებილების ნაწილმა ისარგებლა აღნიშნული დერეფნით და დატოვა შენობა, ნაწილმა კი განაგრძო წინააღმდეგობა და ძალადობრივი ქმედებები, რის ამსახველი კადრებიც საზოგადოებამ არაერთი ტელეკომპანიის პირდაპირ სატელევიზიო ეთერებში, ასევე, სოციალური ქსელში გავრცელებული სხვადასხვა ვიდეოში ნათლად იხილა. შინაგან საქმეთა სამინისტრო ძალადობისა და წინააღმდეგობის ამსახველ ყველა ფაქტს შეისწავლის და მათზე შესაბამის სამართლებრივ რეაგირებას მოახდენს“, – ნათქვამია ინფორმაციაში.

Facebook Comments

ავტორის შესახებ

Info Postalioni

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,466,149 ნახვა
%d bloggers like this: