საგარეო პოლიტიკა

ჩავუშოღლუ: ვცდილობთ საქართველო დავარწმუნოთ, რომ «3+3» პლატფორმას შეუერთდეს

Nusagi

თურქეთი ცდილობს დაარწმუნოს საქართველო, რომ «3+3» პლატფორმას შეუერთდეს. ამის შესახებ თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა მევლუთ ჩავუშოღლუმ განაცხადა. ინფორმაციას სააგენტო minval.az ავრცელებს.

„იმედი გვაქვს, რომ საქართველო პლატფორმას «3+3» შეუერთდება. ამით ყველა მოგებული დარჩება“ – განაცხადა ჩავუშოღლუმ ანკარაში გამართულ პრესკონფერენციაზე.

მან ასევე განაცხადა, რომ საქართველოში მთავრობა შეიცვალა და ამის გამო ბაქოში დაგეგმილი თურქეთის, საქართველოსა და აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა გადაიდო.

ცნობისთვის, «3+3» ფორმატის შექმნის აუცილებლობაზე მთიან ყარაბაღში ომის დასრულების შემდეგ აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა განაცხადა. ამ ინიციატივას თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა მხარი დაუჭირა. მასში აზერბაიჯანი, სომხეთი, საქართველო, ირანი თურქეთი და რუსეთი უნდა შევიდნენ.

Facebook Comments

ავტორის შესახებ

Info Postalioni

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,433,149 ნახვა
%d bloggers like this: