პოსტები სოციალური ქსელიდან

გვიტევენ იგივე მეთოდებით – ქვა ქვაზე ნუ დარჩენილა ოღონდ ჩვენ ვიყოთ ხელისუფლებაში!-ვატო შაქარიშვილი

Nusagi

,,დადასტურდა რომ ირაკლი ღარიბაშვილის გუშინდელი განცხადებები არ იყო მხოლოდ რიტორიკის ნაწილი. იმედია გაგრძელდება დეკლარირებულის რეალიზაცია და ხელისუფლება იხელმძღვანელებს ხალხის დაკვეთით და არა ხელოვნური პოლიტიკური კონიუნქტურის მიხედვით, რადგან სხვისი თამაშის წესებით მართვამ სადამდეც მიგვიყვანა ყველანი ერთად კარგად ვხედავთ. ქვეყანა ცხოვრობს შემოტევიდან-შემოტევამდე… შეტევაა სტაბილურობაზე, შეტევაა ეროვნულ და სახელმწიფოებრივ ინტერესებზე, ეკლესიაზე, მშვიდობასა და განვითარებაზე. გვიტევენ ისევ ისინი, ვინც კლავდა, აწამდებდა, ბიზნესს ართმევდა, ტელევიზიებს არბევდა, უთვალთვალებდა და უსმენდა ყველას, ვინც ტერიტორიებს კარგავდა, ვინც ქვეყანას ანგრევდა!

გვიტევენ იგივე მეთოდებით – ქვა ქვაზე ნუ დარჩენილა ოღონდ ჩვენ ვიყოთ ხელისუფლებაში! საკუთარი მედია საშუალებების დახმარებით ქმნიან კრიზისის იმიტაციას, ცდილობენ ალტერნატიული რეალობის შემოთავაზებას და გვაიძულებენ მათი დღის წესრიგით ცხოვრებას. ამ პროცესში კონტრიბუციას არ იშურებენ მათი მოკავშირეები სქვა ქვეყნებიდან, ზოგი განცხადებით, ზოგიც ჩამობრძანებით და ადგილზევე ჭკუის სწავლებით.

არაშაბლონური, გულწრფელი მადლობა ყველას მხარდაჭერისთვის მაგრამ, მენტორული და შეურაცხმყოფელი ტონი მიუღებელია! საბედნიეროდ არ გვეშლება მტრის და მოყვარის გარჩევა. ქართველი ხალხის მხარდაჭერად ვერ იქნება აღქმული პოზიცია, რომელიც პირდაპირ კონფლიქტშია ამ ხალხის უმრავლეოსბის პოზიციასთან. (ეს რომ ასეა კიდევ ერთხელ დარწმუნდებიან კანცელარიასთან მისული ხალხის რაოდენობით)ქართული ოცნების კრიტიკას არ ვიშურებ, როდესაც ამის საფუძველი არსებობს მაგრამ, ამ სიტუაციაში ქვეყანას ჭირდება პასუხისმგებლიანი, ერთიანი და უნარიანი ხელისუფლება და თავისმხრივ ხელისუფლებას ჭირდება მხარდაჭერა, რათა მათ სწორ გადაწყვეტილებებს ზურგს უმაგრებდეს სახალხო ლეგიტიმაცია!-წერს ფეისბუქის საკუთარ გვერდზე ვატო შაქარიშვილი

Facebook Comments

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,448,095 ნახვა
%d bloggers like this: