პოლიტიკა

ადამ კინზინგერი- ვფიქრობ, კანონი უნდა აღსრულდეს და ჩვენ გვჯერა კანონისა და წესრიგის

Nusagi

საქართველოს მთავრობას ვთხოვ, რომ სიტუაცია განმუხტოს, შემოიტანოს რეალური სიმშვიდე და წესრიგი. პრობლემა უნდა გადაიჭრას მშვიდობიანად და არ მოხდეს სიტუაციის კიდევ უფრო გამწვავება, – ამის შესახებ ჟურნალისტებს აშშს კონგრესში საქართველოს მეგობართა ჯგუფის თანათავმჯდომარემ ადამ კინზინგერმა განუცხადა.

მისითქმით, საქართველომ ბევრ პროგრესს მიაღწია, ჰყავს მეგობრები როგორც ნატოში, ასევე დასავლეთში და დღეს განვითარებული მოვლენები ძალიან შემაშფოთებელი იყო.

„დემოკრატიასთან დაკავშირებული სიძნელეები ჩვენც გვქონდა აქ, ამერიკაში. საკვანძო ის კი არ არის, რა ხდება ცუდ დღეს, არამედ ის, თუ რა მოხდება ცუდი დღის შემდეგ. ყველა დემოკრატიაშია დღეები, როდესაც ქვეყანა კარგად არ გამოიყურება. კითხვა ისაა, რას აკეთებ ამ დღის შემდეგ.

როგორც კონგრესში საქართველოს მეგობართა ჯგუფის თანათავმჯდომარე, და ამ შემთხვევაში ჩემი კოლეგის სახელითაც შემიძლია ვისაუბრო, ჩვენ იმედიანად ვართ, რომ არსებული ვითარება საქართველოში მშვიდობიანად მოგვარდება. ჩვენ თვალს ვადევნებთ და ამას ვამბობ როგორც მეგობარი და არა მტერი. 

ვფიქრობ, რომ კანონი უნდა აღსრულდეს და ჩვენ გვჯერა კანონისა და წესრიგის. არ მინდა სასამართლოს გადაწყვეტილების შესახებ დეტალებში შევიდე, რადგან ბევრი საქმეა ასეთი და ისინი პოლიტიკურად არის ნაკარნახევი. ამაში ვგულისხმობ საქმეებს, რომელიც პოლიტიკური ლიდერების წინააღმდეგ არის დაწყებული. დედაარსი აქ ისაა, რომ კანონი უნდა აღსრულდეს თანაბრად, პოლიტიკური მოსაზრების არსებობის მიუხედავად. 

მე ვეთანხმები ყოფილ პრემიერმინისტრს, რომ ეს ცუდი ნაბიჯია. ძალადობა ხდება, როცა პოლიტიკა აგებს. ეს მოხდა 6 იანვარს ამერიკაში და დღეს საქართველოში. თუმცა ჩვენ გადავლახეთ ეს და საქართველოც გადალახავს“, – განაცხადა კინზინგერმა.

Facebook Comments

ავტორის შესახებ

Info Postalioni

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,433,206 ნახვა
%d bloggers like this: